მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის დაჩქარებული წესით განიხილა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები.
ცვლილებები დეპუტატებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა გააცნო.
მისი თქმით, კანონის არსებული რედაქციის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია 2023 წლის 1 იანვრამდე გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.
პირველადი რეგისტრაციის პროცესში აღმოჩნდა, რომ დაწესებულებათა ნაწილი, რომლებიც ფიზიკური პირის საწარმოს სტატუსით არიან დაფუძნებული, ვერ რეგისტრირდებიან რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში, ვინაიდან არ აქვთ კანონით გათვალისწინებული იურიდიული პირის სტატუსი და შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი.
კანონპროექტში ცვლილებების თანახმად, იმ ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებიც ახორციელებენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას, შესაძლებლობა ექნებათ 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიარონ პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.
ამასთანავე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების განმახორციელებელ პირებს შეეძლებათ 2024 წლის 1 იანვრამდე, დააფუძნონ იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
„ერთი მხრივ, ინდივიდუალურ მეწარმეებს ვაძლევთ საშუალებას, რომ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდნენ და მეორე მხრივ, ვახანგრძლივებთ რეგისტრაციის ვადას 3 თვით, ანუ 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ბაღის მენეჯერები ვერ ართმევდნენ თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს“...
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის