კოდები ზუსტად 09:00 საათზე გააქტიურდა.
გაითვალისწინეთ, რომ ტესტი განკუთვნილია საშუალო საფეხურის (X-XI-XII კლასები) მოსწავლეებისათვის. სურვილის შემთხვევაში ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვთ საბაზო (VII-VIII-IX კლასები) საფეხურის მოსწავლეებსაც.
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მათთვის სასურველ დროს, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიარონ ტესტირება.
მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერი. სასურველია ისარგებლოს ბრაუზერით Google Chrome („გუგლ ქრომი“) და სამუშაოდ გახსნას მხოლოდ ერთი გვერდი.
ტესტირების დასაწყებად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი ბმული -
https://online2.naec.ge/ol . ბმულის გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაციის შესატანი ორი ველი: „პირადი ნომერი“ და „პაროლი“. მოსწავლე დაინახავს საკუთარ სახელსა და გვარს. თუ ეკრანზე სხვა სახელი და გვარი გამოჩნდა, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს პირადი ნომრის გადამოწმება.
გაითვალისწინეთ, რომ თუ მოსწავლე ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობას მიიღებს ერთსა და იმავე საგანში სხვადასხვა კლასის შესაბამისად ჩატარებულ ტესტირებაში და ორივეში მოიპოვებს ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას, იგი ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი საგნის უფრო მაღალი კლასის ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილედ.
პროცედურის დადგენილი წესის ან სხვა რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან მეორე დღის 17:00 საათამდე.
იხილეთ ასევე: