მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საინტერესო პროექტში, ამჯერად კი მათ იმუშავეს პროექტზე - „Symbols of England“.
მოსწავლეებმა პროექტი „Symbols of England“, ინგლისური ენის მასწავლებლის-ხატია ხუციშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს. მათ დამსწრე საზოგადოებას ინგლისისა და მისი დიდებულების აღმნიშვნელი სიმბოლოების შესახებ საინტერესო და ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს. თარგმნეს შექსპირის ცნობილი ფრაზები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ვიქტორინაში აუდიტორიაც ჩართეს, რამაც პრეზენტაცია მეტად საინტერესო და სახალისო გახადა.
მსგავსი პროექტები მოსწავლეებს ინგლისური ენის უკეთ შესწავლში ეხმარება და ასევე აუდიტორიის წინაშე გამოსვლებსაც ეჩვევიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.