მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის ბუთურაულის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება საქართველოში“.
შეხვედრას ისტორიის მასწავლებელი ლილი ხიმშიაშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოში ქრისტიანული რელიგიის როლსა და გავრცელებაზე. მათ შექმნეს „ვიდეოსლაიდები“, წარმოადგინეს ვიდეორგოლი იბერიის ღვთისმშობლის ხატის შესახებ. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პრეზენტაციამ შეხვედრის მონაწილეების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
შეხვედრას ესწრებოდნენ უმცროსკლასელები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ პროცესში და შეხვედრის ორგანიზატორებს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობა უხდის მოსწავლეებს საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიების ჩატარებისათვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.