მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საშობაო ფილმები და სერიალები საახალწლო პერიოდის განუყოფელი ნაწილია. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტული ფილმი რამდენჯერ გავაქვს ნანახი, მაინც გვინდება, ხოლმე, რომ ისევ თავიდან ბოლომდე ვუყუროთ და დადებითი ენერგიით დავიმუხტოთ - ავივსოთ იმ ემოციებით, რაც ჯადოსნურ პერიოდს თან ახლავს.
არსებობს რამდენიმე ფილმი, რომელიც, ფაქტობრივად, ყველას ფავორიტია. ერთ-ერთი ასეთია „გრინჩი“. მწვანე არსება, რომლის გაგებაც თავიდან შესაძლოა გაგიჭიდეთ, თუმცა ბოლოს, მისი სევდის მიზეზსა და „გამოსწორებას“ დაინახავთ. შეიძლება უცნაურადაც მოგვეჩვენოს, როგორ შეგვიყვარდა ბუზღუნა არსება, რომელსაც შობა სძულს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის „მოიპაროს“ - სახლებიდან საჩუქრები გააქვს, დეკორაციას აფუჭებს და ცდილობს, ყველას ცუდი განწყობა ჰქონდეს.
გრინჩი ბავშვებშიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, ამას, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები აქვს. ერთ-ერთი უმთავრესი ის არის, რომ პატარები ხედავენ არსებას, რომელსაც უბრალოდ სითბო და სიყვარული სჭირდება - გრინჩს, რომლის გულის გალღობაც პატარა გოგონამ შეძლო. მას სჯეროდა, რომ გრინჩი კეთილი და საყვარელი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ გრინჩს მწარე ენა აქვს, ძალიან კარგად ხუმრობს და სახასიათო პერსონაჟია - ბავშვების სიყვარულს ამითაც იმსახურებს. ის გარკვეულწილად მხიარულიცაა.
დასამახსოვრებელია პატარა გრინჩიც, რომელიც ძალიან საყვარელია და რომელსაც სკოლაში დასცინოდნენ. ის სწორედ ამის შედეგად იქცა „შობის ქურდად“. ამიტომაც ბავშვებს მისი ესმით.
ზოგადად, გრინჩისგან ცხოვრებისეული გაკვეთილების სწავლა შეიძლება - კერძოდ, იმის, თუ როგორ არ უნდა მოვექცეთ ჩვენ გარშემო მყოფებს და იმისაც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანადგომა და იმის გრძნობა, რომ ვიღაცას შენი სჯერა.
გრინჩმა თავისი მეგობრი - სინდი ლუ გადაარჩინა, მან უდიდესი ძალა მოიკრიბა და მოახერხა, რომ გოგონა არ დაზიანებულიყო.
ამ მიზეზების გამო გრინჩი ბავშვებისთვის გამორჩეული პერსონაჟია. ფილმის ბოლოს ის აღარ არის მწვანე არსება, რომელსაც ყველასთვის დღესასწაულის ჩამწარება უნდა. ის უკვე ნამდვილი გრინჩია და იმ დაფარულ თვისებებს ავლენს, რასაც მასში სინდი ლუ ხედავდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.