სიახლეები
სიახლეები

დაშვებულია თუ არა მშობლების საახალწლო ღონისძიებაზე დასწრება? - აქვს თუ სკოლას უფლება, მათ სკოლაში შესვლა აუკრძალოს
14-12-2022
-
+


„მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს აქვთ წინასწარი შეტყობინების საფუძველზე სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების თავისუფლება“, - ასეთია ჩანაწერი ოფიციალურ დოკუმენტში, თუმცა სკოლები საბოლოო გადაწყვეტილებას, შეუშვან თუ არა მშობელი სკოლაში, დამოუკიდებლად იღებენ.

პირველი სემესტრის ბოლოს სკოლებში საახალწლო ღონისძიებები ტარდება. ბუნებრივია, მშობლებს სურთ, ზეიმებს დაესწრონ და შვილებს სამახსოვროდ ფოტო/ვიდეო გადაუღონ. აქვს თუ არა დირექციას უფლება, რომ მშობლები საახალწლო ღონისძიებებზე არ დაუშვას?

პანდემიის გამო მიღებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სამინისტროს მხრიდან არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მშობლებს სკოლაში შესვლის უფლებას უკრძალავს. ამ საკითხს დირექტორები დამოუკიდებლად წყვეტენ.

კანონის თანახმად, „სკოლას უფლება აქვს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები“. ეს ეხება მშობლების სკოლაში შესვლასაც.

დირექტორს უფლება აქვს, თავად დაადგინოს არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები. სკოლის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, აკრძალოს სკოლის ტერიტორიაზე გადაადგილება თუ ამის მიზეზი არსებობს. ასეთ შემთხვევაში, მშობლებს უნდა განემარტოთ, რატომ არ ეძლევათ მათ სკოლაში შესვლის საშუალება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება