მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში პედაგოგები გასვლით გაკვეთილებს ხშირად აწყობენ. მოსწავლეები კი სხვადასხვა, საინტერესო ადგილს სტუმრობენ. ამჯერად, მათ მასწავლებლების ხელმძღვანელობით, ხელოვნების მუზეუმი დაათვალიერეს.
მე-5 კლასის მოსწავლეებს, ქართულისა და მუსიკის გაკვეთილები - ქართულის მასწავლებლის თეო ზივზივაძისა და მუსიკის პედაგოგის ნინო პაპავას ხელმძღვანელებით ინტეგრირებულად ჩაუტარდათ. ბავშვები ესტუმრნენ მუზეუმს, სადაც ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტები ინახება. აღსანიშნავია, რომ მუზეუმში ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, ალექსანდრე ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის, პეტრე ჩაიკოვსკის, თეოდორ შალიაპინის და ნიკოლოზ რიმსკი კორსაკოვის ხელნაწერებია დაცული, ასევე აქვეა თავმოყრილი ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა - დიმიტრი არაყიშვილის, გიორგი ერისთავის, მიხეილ ჭიაურელის, ზაქარია ფალიაშვილის, ვანო სარაჯიშვილის პირადი არქივები; ხელნაწერი პიესები, შექსპირის მაჩაბლისეული თარგმანის ვარიაციები, მუზეუმის წიგნსაცავში ინახება XVII-XIX საუკუნეების რარიტეტული გამოცემები. მუზეუმში გრამფირფიტები, აფიშები,თეატრალური და კინო კოსტიუმებია დაცული.
პედაგოგებმა აღნიშნული მასალები, და სხვა უნიკალური მუსიკალური საკრავები, რომლებიც მუზეუმში იყო წარმოდგენილი დეტალურად განიხილეს და გააცნეს მოსწავლეებს.
ამავე, თემატურ ერთეულში მუსიკის მასწავლებელმა - ნინო პაპავამ მოსწავლეები მოზარდ მაყურებელ თეატრში წაიყვანა, სადაც მათ მიუზიკლს „ურჩხულსა და ლამაზმანს“ უყურეს. ნანახით აღფრთოვანებულმა მოსწავლეებმა, მიუზიკლის შემდგომ ინტერვიუებიც კი ჩაწერეს მსახიობებთან.
მსგავსი გასვლითი გაკვეთილები მსოწავლეების სასწავლო პროცესს ხალისიანსა და საინტერესოს ხდის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.