მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, განათლების სამინისტრო თანხას რიცხავს შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, პირველი ნოემბრის (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში – 15 ნოემბრის) და პირველი აპრილისთვის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესაბამისად;
თუმცა, დოკუმენტის თანახმად, რიგგარეშე მობილობით დაწესებულებაში სტუდენტთა/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა ჩარიცხვისას, საჭიროების შემთხვევაში, „ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია, სსიპ-ის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ მუხლის 22 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილისგან განსხვავებული თარიღი, რომლის მდგომარეობითაც, სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გაანგარიშდება ამ სტუდენტების მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის გადარიცხვის მიზნით“.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა