მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის საჯარო სკოლის საშუალო საფეხბურის (XII კლასი) მოსწავლეთა სწავლის სტიმულირება-წახალისების მიზნით, მუნიციპალიტეტი 2023 წელს სტიპენდიების გასცემს - აღნიშნულის შესახებ 2023 წლის ბიუჯეტში წერია, რომელიც ძალაში იანვრიდან შევა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, განათლების მხარდაჭერის პროგრამა შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე და მისი მიზანია, განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, განათლების სფეროს მხარდაჭერა და მოსწავლეთა წახალისება, ოჯახის სოციალური გარემოს გაუმჯობესება ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემის სახით. პროგრამა ვრცელდება ხელვაჩაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებზე, რომელთა წლიური (მე-12 კლასი) შეფასება არის 9,5 ქულა და მეტი (მაგ. პირველი სემესტრის შეფასება 9.4 ქულა, მეორე სემესტრის 9.6 ქულა. წლიური შეფასება იქნება 9.5 ქულა).
2022-2023 სასწავლო წლის საშუალო საფეხურის საერთო ქულის შეფასებით სტიპენდიის გაცემა 300 ლარის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში თანხა გაიცემა 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული საშუალო საფეხურის საერთო შეფასებების მიხედვით ჯილდო გაიცემა არაუგვიანეს 2023 წლის ივნისის თვეში.
ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემა ხდება სასწავლო წლის ბოლოს უნაღდო ანაგარიშსწორების ფორმით. სტიპენდიის მიმღებთათვის დამზადდება სპეციალური სიგელი.
განცხადებების წარმოდგენის ვადები:
2022-2023 სასწავლო წლის შედეგების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ხელვაჩაურის მერიაში არაუგვიანეს 2023 წლის 20 ივნისამდე.
საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი ან პასპორტი); გ) სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მოსწავლის წლიური საშუალო საფეხურის საერთო ქულა; დ) მოსწავლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა