სიახლეები
სკოლები

ბათუმის N20 სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ეთერ ხაბაზი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში იმყოფებოდა
14-12-2022
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, ეთერ ხაბაზი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრში იმყოფებოდა, სადაც პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებში ჩაერთო.

ვიზიტი 27 ნოემბრიდან - 3 დეკემბრამდე გაგრძელდა.  

პედაგოგს მიეცა შესაძლებლობა, დასწრებოდა ქართველი ფიზიკოსების - ირაკლი მინაშვილის, ალექსი მესტვირიშვილის და გივი სეხნიაიძის სემინარებს თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.

ასევე საშუალება ჰქონდა ცერნში საგანგებოდ მოწვეული ბერნის კოლეჯის ქართველი პედაგოგის - ირმა მგელაძის მიერ წარმოდგენილ მეთოდოლოგიას გაცნობოდა, რომელიც  ფიზიკის სწავლების საკითხებს მიეძღვნა.

როგორც სკოლის დირექცია გვამცნობს, მან ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერა სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია და ადგილზე ექსპერიმენტები ჩაატარა.

სტაჟირების დასასრულს, მას პროგრამის ხელმძღვანელმა - ჯეფ ვეინერმა სერტიფიკატი გადასცა.

სკოლა წარმატებას უსურვებს ეთერ ხაბაზს პროფესიულ საქმიანობაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება