სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„მთელი ცხოვრება ვოცნებობ ახალ, თანამედროვე სკოლაზე“ - დირექტორები 2023 წლის სურვილებს თოვლის ბაბუას „უგზავნიან“
19-12-2022
-
+


ახალი წელი ყველასთვის სურვილების ასრულებასთან ასოცირდება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ვართ, რა ადგილს ვიკავებთ საზოგადოებაში, მთავარია გულით გვჯეროდეს, რომ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს სასწაულები მართლაც ხდება. საინტერესოა, სჯერათ თუ არა თოვლის ბაბუს არსებობის დირექტორებს და აქვთ თუ არა ოცნებები, რომელთა შესრულებასაც მისგან ელიან. სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაგებად, Etaloni.ge-მ საჯარო სკოლის დირექტორებს მიმართა, რომლებიც როგორც აღმოჩნდა, თოვლის ბაბუისგან, დღემდე სიხარულითა და მოუთმენლობით ელოდებიან სანუკვარი ოცნებების ასრულებას. 

მაგული სივსივაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის, ქორეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

თოვლის ბაბუასთან გამორჩეული თხოვნა არ მაქვს, თუმცა ვისურვებდი, რომ 2023 წლისთვის ჩემი სკოლის მოსწავლეებს ბევრი გამარჯვება მოეპოვებინოთ. ძალიან მინდა,  ჩვენი პედაგოგები წარმატებულები იყვნენ და მრავალი,  საინტერესო პროექტი განახორციელონ. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს რეგიონში სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არის, თუმცა ვისურვებდი გაუმჯობესებულიყოს, რადგან მოსწავლეებმა სრულყოფილად შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. თოვლის ბაბუსთან ასევე, ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თხოვნა მაქვს, დაე, მთელ მსოფლიოში მშვიდობას დაესადგურებინოს.

ლალი წულაია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ჩვენს სკოლაში აუცილებლად უნდა ჩატარდეს სარემონტო სამუშაობები, რადგან მე-2 სართული ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ თოვლის ბაბუსთან ნამდვილად მაქვს თხოვნა, მინდა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ სკოლის რეაბილიტაცია, რომელშიც მოიაზრება: სკოლის ეზოს და ფეხბურთის სტადიონის მოწყობა, ასევე სპორტდარბაზის აშენება. ასევე ძალიან მინდა, სკოლაში გვქონდეს დიდი ბიბლიოთეკა, რომელიც ჩვენი მოსწავლეების განვითარებისთვის აუცილებელია. მთავარი სურვილი კი არის მსოფლიოში მშვიდობა და მომავალი თაობის კეთილდღეობა. 


ნუკრი ბერიშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალერტკარის საჯარო სკოლის დირექტორი:

თოვლის ბაბუს მინდა ვთხოვო, ჩვენი სკოლის მოსწავლეების კეთილდღეობა. ვისურვებდი, რომ 2023 წელი მათთვის წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს. ჩემი პირადი სურვილი ყველასთვის ხელფასების მომატებაა. ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი, კი რა თქმა უნდა - მშვიდობა მსოფლიოში. 

რამინი ხინიკაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ციხისძირის საჯარო სკოლის დირექტორი:

თოვლის ბაბუსთან პირადი თხოვნა არ მაქვს, თუმცა სკოლასთან დაკავშირებით ვისურვებდი, ხარისხიან განათლებას, ავტორიზაციის წარმატებით გავლას, ბევრ წარმატებას, ასევე, რაც მთავარია,  თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობასა და  კეთილდღეობას.

ლია ხაჩირაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსოვრისის საჯარო სკოლის დირექტორი:

მთელი ცხოვრება ვოცნებობ ახალ, თანამედროვე სკოლაზე. თოვლის ბაბუს სწორედ ამ ნატვრის ახდენას ვთხოვ. ასევე ძალიან მინდა, ჩვენმა მოსწავლეებმა  ბევრი წარმატება მოიპოვონ და  ღირსეული მომავალი ჰქონდეთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება