მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა სიტყვით გამოსვლისას ბაღების აღმზრდელებისთვის პედაგოგის სტატუსის მინიჭებაზე განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს:
„ბაღის აღმზრდელებს რომ მივანიჭოთ მასწავლებლის სტატუსი, საჭიროა გარკვეული ბაზის შექმნა; უკვე დანერგილია და მოქმედებს რამდენიმე საბაკალავრო პროგრამა, რომელიც მოამზადებს აღმზრდელებს, ამას გარდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს საგამოცდო ტესტების შემუშავება, რათა მოხდეს მათი სტანდარტის დადგენა.
ამილახვარმა ასევე დასძინა, რომ „ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, ისევე, როგორც სკოლის მასწავლებლების ატესტაციის პროცესი, რომელიც წლებია მიმდინარეობს; ბაზა მომზადებულია, მიდის საგამოცდო ტესტების მომზადება, რომელიც დაადგენს აღმზრდელების კვალიფიკაციას და მიანიჭებს მათ სტატუსს.
ამას მოჰყვება შესაბამისი სახელფასო პოლიტიკაც, თუმცა უკვე 2023 წლის იანვრიდან გათვალისწინებულია აღმზრდელ-მასწავლებლების ხელფასების 100 ლარით ზრდა! მესმის, ეს არაა საკმარისი, თუმცა მნიშვნელოვანია".
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ბაღის მენეჯერები ვერ ართმევდნენ თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს“...
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის