მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა აქტივობასა და ფესტივალში. ამჯერად, სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა „ფონდი ტასოს“ ორგანიზებით გამართულ „სოფლად მცხოვრები ქალების ფესტივალში“, მიიღეს მონაწილეობა.
ფესტივალი გურიის რეგიონში, სოფელ ერკეთში გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, უმანსპინძლეს 100-ზე მეტ ქალბატონს.
ფონდმა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს, ერკეთელ ახალგაზრდებს საჩუქრად 2 ფანდური და 2 ჩონგური გადასცა, რითაც ქართული ხალხური სიმღერების შესწავლასა და პოპულარიზაციას ხელი შეუწყო.
აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ, სკოლის წარმომადგენელმა „ფონდ ტასოს“ დამფუძნებელ ქალბატონ მარინა თაბუკაშვილთან და დირექტორ ქეთევან ჟორდანიასთან ერთად სამეწარმეო პროექტების განხორციელება დაგეგმეს.
მსგავსი ატივობები და ფესტივალები ახალგაზრების განვითარებას უწყობს ხელს და მათ საჭირო უნარებს უვითარებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.