მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სეკრეტ სანტა“ - ასე ჰქვია საახალწლო ტრადიციულ თამაშს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რაც სკოლის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით აიტაცეს.
თამაშის არსი ასეთია - მონაწილეები თვალდახუჭული იღებენ საჩუქრის ადრესატის სახელს და მას საიდუმლოდ იტოვებენ. თამაშის მთავარი მიზანი ისაა, რომ იდუმალმა სანტამ ადრესატს საჩუქარი უნდა შეურჩიოს. თამაშის სხვადასხვა წესი არსებობს:
რა თანხას ხარჯავენ და რას ჩუქნიან ერთმანეთს მოსწავლეები?
იდუმალი სანტები ძალიან ცდილობენ, ადრესატი გაახარონ. ამის გამო ისინი ადრესატის სოციალურ ქსელებსაც კი ხშირად ათვალიერებენ, რათა გაიგონ მისი ინტერესები, რა მოსწონს, რას ისურვებდა საჩუქრად. რაც შეეხება თანხას, ზოგ შემთხვევაში თამაშის მონაწილეებს განსაზღვრული აქვთ, თუ რა თანხის ფარგლებში უნდა აჩუქონ ერთმანეთს საჩუქარი, ეს შეიძლება იყოს 15 ლარი, 20, 30 ან მეტიც. იდუმალი სანტების უმრავლესობა ადრესატს ჩუქნის: საახალწლო ან კერამიკულ ჭიქას სასურველი დიზაინით, ასევე სასაჩუქრე იდეებში ხშირად ჭარბობს საახალწლო წინდები, ტკბილეული, სუნამო, შარფი, წიგნი, სამკაული და სხვადასხვა აქსესუარი. ხანდახან მონაწილეები მიღებული საჩუქრით იმედგაცრუებულები რჩებიან, ამის გამოხატვის შემთხვევაში კი თავად იდუმალ სანტასაც გული სწყდება. არის შემთხვეები, როდესაც იდუმალი სანტები უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან თავის მოვალეობას და ადრესატს საჩუქრის გარეშე ტოვებენ. ისეც ხდება, რომ სანტა ძვირფას საჩუქარს არჩევს ადრესატისთვის, თავად კი „უბრალო“ საჩუქარს იღებს. უნდა აღინიშნოს, რომ თამაშში მონაწილეობა სავალდებულო არაა და ზოგჯერ მოსწავლეები იმის გამო იკავებენ თავს, რომ საჩუქრის ყიდვის საშუალება არ აქვთ.
შეუძლია თუ არა მასწავლებელს თამაშში ჩარევა და მისი წარმართვა?
პედაგოგს შეუძლია ისე წარმართოს თამაში, რომ ყველა მონაწილე კმაყოფილი დარჩეს. პირველ რიგში, უმჯობესია, თუ თამაშში საჩუქრის თანხაზე ლიმიტი იქნება დაწესებული და მონაწილეები ერთი და იმავე თანხის საჩუქრებს შეარჩევენ. ასე უფრო მეტი მონაწილე შეუერთდება თამაშს. მასწავლებელი ამის შესახებ მშობლებს უნდა შეუთანხმდეს. გარდა ამისა, სასურველია, მასწავლებელმა საჩუქრების გადაცემამდე არაერთხელ აუხსნას მოსწავლეებს, რომ მთავარი არა ნაჩუქარი ნივთი, არამედ ერთმანეთის გახარება, მზრუნველობა და სითბოს გამოხატვაა. თუ მასწავლებელი თვითონ იქნება თამაშის ორგანიზატორი, ამ შემთხვევაში მან უნდა უზრუნველყოს, რომ საჩუქრის გარეშე არცერთი მონაწილე არ დარჩეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.