მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლა ღირსეულ მოქალაქეებს ზრდის. სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ღონისძიებები ხშირად იმართება.
მათ შორის სკოლის სამოქალაქო კლუბში თემაზე - „ოჯახური ძალადობა“ შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ პროკურორი ნანა გუგეტიშვილი, პროკურორის მოადგილე მია გუგეშაშვილი და კოორდინატორი თამარ ნასყიდაშვილი.
მიწვეულმა სტუმრებმა წარმართეს პრეზენტაცია თემაზე - „ოჯახური ძალადობა“.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოსწავლეები მსჯელობდნენ, გამოთქვამდნენ მოსაზრებებს ოჯახური ძალადობის გამოვლენის, პრევენციის შესახებ.
სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგი ნარგიზა პოპიაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.