მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლ დაბლაციხის საჯარო სკოლის მე-4 კლასში, ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სახელწოდებით - „უნდა ავმაღლდეთ წიგნით“.
პროექტს პედაგოგი თეა კვასტიანი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში, დაამზადეს ბუკლეტები, თანაკლასელებს გააცნეს თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს წიგნთან მეგობრობას. ჩატარებული აქტივობის საშუალებით, მეოთხეკლასელებმა მოსწავლეებში წიგნიერების ამაღლებას გაუწიეს პოპულარიზაცია.
შეხვედრის ბოლოს, ბავშვებმა ხელნაკეთი ბუკლეტები საჩუქრად სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს.
მსგავსი პროექტის ორგანიზება, სასკოლო საზოგადოებაში წიგნიერების ამაღლება, ბავშვების მაღალი აკადემიურ მოსწრება და მათ სწრაფვა წარმატებისკენ, ყველა სკოლისთვის მნიშვნელოვან ამოცანას უნდა წარმოადგენდეს.
ღონისძიება ინტერაქციული და ნაყოფიერი იყო, რისთვისაც სკოლის დირექცია, პედაგოგსა და მოსწავლეებს მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.