მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბავშვებისთვის ახალი წელი ნამდვილი დღესასწაულია, რომლის თანმდევი ნაწილიც საჩუქრები, დადებითი ემოციები და საზეიმო განწყობაა. პატარებმა იციან, რომ გასული წლის განმავლობაში ჩადენილი კარგი საქციელებისთვის, საახალწლოდ მათ თოვლის ბაბუა ან სანტა კლაუსი საჩუქარს მოუტანს. ისინი წერენ წერილებს, საკუთარ ფიქრებს მშობლებს უზიარებენ და სჯერათ, რომ ასე ხმას სანტას მიაწვდენენ.
მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ უნდა იცოდნენ თუ არა ბავშვებმა, რომ თოვლის ბაბუა სინამდვილეში არ არსებობს და მათ საჩუქრებს ახლობელი ადამინები, უმეტესწილად, მშობლები უმზადებენ. ამ საკითხზე საზოგადოება ვერ თანხმდება. ზოგს უნდა, რომ ბავშვებმა ჯადოსნური სამყაროს არსებობა ირწმუნონ, დანარჩენებს კი სურთ, ისინი რეალისტები იყვნენ და სიმართლე იცოდნენ.
ამჯერად, ერთ-ერთი უცხოელი ბლოგერის შეხედულებას გიზიარებთ. ის ფიქრობს, რომ ბავშვები გარესამყაროსთან შესახვედრად მზად უნდა იყვნენ და სიმართლე იცოდნენ. ამისთვის კი რამდენიმე მნიშვნელოვან მიზეზს ასახელებს.
სანტას არსებობა ბავშვებისთვის ხშირად ემოციების შეკავების მიზეზია. მათ მშობლები მსგავსი ფრაზებით მიმართავენ ხოლმე - „არ იტირო, თორემ სანტა საჩუქარს არ მოგიტანს“, „თოვლის ბაბუას არ მოეწონება, ასე რომ იქცევი“...
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ემოციის გამოხატვა შეძლონ, მათთვის ჯადოსნური კაცის არსებობა შემაკავებელი ფაქტორი არ უნდა გახდეს.
ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მშობლებს ძალიან და უპირობოდ უყვართ
სიყვარული კი მათთვის ჩახუტებით, ემოციების გაცლითა და თბილი დამოკიდებულებით გამოიხატება. საახალწლო საჩუქარიც ხომ სწორედ გულითაა შერჩეული, მორგებულია თქვენი შვილის ინტერესებსა და სურვილებს. მათ უნდა იცოდნენ ასე კარგად ვინ იცნობს და ვინ ზრუნავს მათზე.
ადამინები უფრო მეტ სიამოვნებას მაშინ იღებენ, როდესაც რაიმე სიკეთეს ნებით აკეთებენ და არა ჯილდოს ან საჩუქრისთვის
ბავშვები სიკეთეს დაპირებული საჩუქრის ან ვინმეს მოლოდინების გამო არ უნდა აკეთებდნენ. ეს მათი გულიდან უნდა მოდიოდეს. შესაბამისად, როდესაც მათ სჯერათ, რომ კარგის კეთებით სანტას გულს მოიგებენ, პატარების წინაშე უსამართლობაა.
ბავშვებისთვის ტყუილის თქმა – თოვლის ბაბუაზე ან ნებისმიერ სხვა რამეზე, მათთან კარგი ურთიერთობის დამყარებას ხელს უშლის
ისინი ადრე თუ გვიან გაიგებენ, რომ ატყუებდით და თქვენ მიმართ უნდობლობა გაუჩნდებათ. ეგონებათ, რომ სხვა ბევრი რამე დაუმალეთ და სამყარო ისეთი არაა, როგორადაც თქვენ უხატავდით. ამიტომაც მათი ნდობის მოპოვება თუ გსურთ, სიმართლე უნდა უთხრათ.
ახალ წელს საჩუქრები უპირობოდ გაიცემა, ეს ბავშვებმა უნდა იცოდნენ
კარგი იქნება, თუ საჩუქრის მომზადებაზე თვითონაც იფიქრებენ, ეს შეიძლება უბრალო ნახატი იყოს. თუ მათ ეცოდინებათ, რომ თოვლის ბაბუა კი არ აჯილდოებთ, არამედ საჩუქარს დედა და მამა ყიდულობენ, თავადაც მოუნდებათ, რომ ისინი გაახარონ.
ბავშვებისთვის სანტას შესახებ სიმართლის თქმა ახალ წელს ჯადოსნურობას არ უკარგავს
ახალი წელი ხომ ოჯახების, საყვარელი ადამიანების დღესასწაულია. შესაბამისად, მას განსაკუთრებულს ეს ფაქტორები ხდის. ბავშვებისთვის ახალი წელი მაინც გამორჩეული ზეიმი იქნება.
P.S. და მაინც, თოვლის ბაბუის არსებობის ხანდახან უფროსებაც გვინდა, რომ გვჯეროდეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება