სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

„რამდენჯერ ვაიძულოთ ერთი და იგივე მასწავლებელი, გავიდეს გამოცდაზე“? - მაია მიმინოშვილი პედაგოგთა კვალიფიკაციაზე პასუხისმგებლობას უმაღლესებს აკისრებს
15-12-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი პედაგოგთა კვალიფიკაციაზე პასუხისმგებლობას უმაღლეს სასწავლებლებს აკისრებს და ამბობს, რომ თუ უნივერსიტეტი ამ ფუნქციას ვერ არსულებს, ეს მომავალი ან მოქმედი  პედაგოგების დანაშაული  ვერ იქნება. 

მას შემდეგ, რაც მაია მიმინოშვილმა გამოცდების ცენტრი დატოვა, განათლების პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია დააფუძნა და ახლა მისი პრეზიდენტია. ამბობს, რომ გარკვეულ პროექტებს ახორციელებს და განათლების სისტემის სათავეში მყოფთათვის კონსულტაციებსაც გასცემს, თუმცა გული სწყდება, რომ მიმდინარე პროცესების შესახებ სრულ საქმის კურსში არ არის და შორიდან ყურება უწევს.

გამოცდების ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს წლის მიწურულს განათლების სფეროში მომხდარი ცვლილებებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შეფასება ვთხოვეთ. 

- ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ განათლების სისტემა ევოლუციურ ცვლილებებს უკეთ ეგუება ვიდრე რევოლუციურს. ევოლუციური პროცესი კი ფაქტობრივად მუდმივ და უწყვეტ განვითარებას გულისხმობს. თანაც, განათლების სფეროში კონკრეტული შედეგის მიღწევას წლები სჭირდება ხოლმე და სწრაფი წარმატების იმედი არ უნდა გვქონდეს.

განათლების მიმართულებით დღეს არსებული ინიციატივები მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომე ეს ყველაფერი შედეგიანი იქნება.

- რომელი ინიციატივები გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს?

- საზოგადოდ, რეფორმის ეფექტიანობას სისტემური, სინქრონიზებული მიდგომები განაპირობებს. რეფორმის კონცეფციას კარგად არ ვიცნობ, თუმცა, სასკოლო განათლების რეფორმა და მხარდაჭერა ყველაზე პრიორიტეტულად მეჩვენება.   წარმატებულ ნიშნულამდე რომ მივიდეთ, სკოლამდელი განათლების რეფორმირებაცაა საჭირო. დაგეგმილი და მიმდინარე ცვლილებების დეტალებს ან პილოტირების შედეგებზე ინფორმაციას არ ვფლობ, შესაბამისად, შეფასება გამიჭირდება.  სასკოლო განათლების   რეფორმა საზოგადოების ნებისმიერ წევრს და ოჯახს ეხება, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქ წარმატების მიღწევა. საუბარია ასევე უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალ სისტემაზე, რომელიც, როგორც ვიცი, 2024 წელს უნდა შევიდეს ძალაში და 2023 წელი ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამ მხრივაც საინტერესოა პილოტირების შედეგები და ანალიზი - რამდენად იმუშავებს ახალი მოდელი ჩვენს რეალობაში, რა შედეგები ექნება მას.

- საგამოცდო სისტემის რეფორმაზე თავის დროზე ბევრი გაქვთ ნამუშევარი... იგეგმება სკოლის როლის გაზრდა - უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად, მასწავლებლებმა მოსწავლის ერთგვარი პორტფოლიო უნდა შექმნან. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს ნაბიჯი?

- ამა თუ იმ მოდელის შეფასებისას, კონტექსტს აქვს დიდი მნიშვნელობა.  ის რაც ეფექტურად მუშაობს ერთ სოციალურ, კულტურულ გარემოში, შეიძლება ნაკლებად შედეგიანი იყოს მეორეში.  შესაბამისად, მნიშვნელოვანი კითხვაა, იმუშავებს თუ არა ეს მოდელი ჩვენს რეალობაში. 2011 წელს საატესტატო გამოცდების შემოღების მომხრე არ ვიყავი, რადგან უამრავი პრობლემა იყო სასწავლო პროცესში და ახალი საგამოცდო სისტემის შემოტანა არ მიმაჩნდა გამართლებულად. თუმცა მას მერე, რაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ვეცადეთ სწორედ არსებულ რეალობაზე მორგებული და ჩვენი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის გამოწვევების გათვალისწინებით უფრო სამართლიანი სისტემა შეგვეთავაზებინა სკოლებისათვის - ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე IRT (Item Response Theory) თეორიაზე დაფუძნებული კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელი დავნერგეთ.

თავისთავად  სკოლის როლის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვნად მეჩვენება. პორტფოლიოს იდეაც საინტერესოა;  მთავარია, თავიდან ავიცილოთ შესაძლო ნეპოტიზმი და კორუფცია, დავიცვათ შეფასების ფუნდამენტური პრინიპები. ახალი მიდგომა ყველა არსებით კითხვას უნდა პასუხობდეს. მაგალითად, ყველა სკოლის ყველა მოსწავლე ერთნაირი კრიტერიუმებით შეფასდება? რა მექანიზმებით უზრუნველვყოფთ ამ ყველაფერს?

თუ ეს რისკები კარგად გააზრებული და პრევენციის მექანიზმები შემუშავებულია, სკოლის როლის გაზრდა, ცხადია,  მისაღებია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობის პერიოდში ხშირად გვისაუბრია და საჯაროდაც გვითქვამს, რომ რაც უნდა იდეალური საგამოცდო სისტემა შემოვიღოთ, რაც უნდა მაღალი კლასის პროფესიონალები ქმნიდნენ ამ სისტემას, ვერცერთი გამოცდა ვერ შეედრება სკოლის შეფასებას; ცხადია, აქ ობიექტურ, სამართლიან შეფასებას ვგულისხმობ.პედაგოგმა ყველაზე უკეთ იცის იმ მოსწავლის შესაძლებლობები, რომელსაც 12 წლის განმავლობაში ასწავლის და აფასებს. ამიტომ მიმაჩნია მიზანშეწონილად სკოლის როლის გაზრდა საგამოცდო სისტემაში, ცხადია, რისკების შეფასებისა და კომპლექსური პრევენციული ღონისძიებების კვალდაკვალ.

- ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წელს, მასწავლებელთა უმრავლესობამ საგნისა თუ პროფესიული უნარების გამოცდა ვერ ჩააბარა. რამდენად კომპეტენტური მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეს, ესაა საკითხავი.

- მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები 2008 წელს, იმ დათქმით შემოვიღეთ, რომ ეს იქნებოდა დროებითი ზომა არსებული რეალობის შესაფასებლად. აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი დიპლომის გაცემით ადასტურებს, რომ მომავალმა პედაგოგმა იცის საგანი. ვინ არის პასუხისმგებელი, თუ შემდეგ ასე არ აღმოჩნდა? პედაგოგიური და პროფესიული უნარები ვინ უნდა განუვითაროს ახალგაზრდას, თუ არა უმაღლესმა სასწავლებელმა?!

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები უკვე 14 წელია ტარდება. რამდენჯერ ვაიძულოთ ერთი და იგივე მასწავლებელი, გავიდეს გამოცდაზე? შეგვიძლია, დღეს უკვე ვენდოთ უნივერსიტეტების აკრედიტაციის შედეგებს და ასეთი გამოცდები მხოლოდ პროფესიაში შემსვლელთათვის დავაწესოთ?   ამ და ბევრ სხვა კითხვაზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში,  საკითხის კომპლექსური შესწავლა და ანალიზია საჭირო. 

- თავის დროზეც დაისვა ალბათ ეს კითხვა, როცა პედაგოგებისთვის  გამოცდების ჩატარების აუცილებლობა დაინახეთ.

- როგორც უკვე აღვნიშნე, მასწავლებელთა სერტიფიცირების სისტემას უფრო რეალობის შეფასების, სისტემის პირობითი აუდიტის ფუნქცია უნდა ჰქონოდა. პედაგოგთა კვალიფიკაციაზე პასუხისმგებლობას უმაღლესი სასწავლებელი იღებს. მათი ფუნქცია მომავალი სპეციალისტების, მათ შორის პედაგოგების მომზადებაა. თუ სასწავლებელი ამ ფუნქციას ვერ არსულებს,  ეს მომავალი ან მოქმედი  პედაგოგების დანაშაული  ვერ იქნება.

- დაწყებით კლასებშიც კი რეპეტიტორებთან დაჰყავთ მშობლებს ბავშები. ფაქტია, სკოლა ვერ აძლევს სათანადო განათლებას...

- მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეს არ უნდა სჭირდებოდეს რეპეტიტორი.ეს  კომპლექსური პრობლემაა. ხშირად ამ პრობლემას  ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებას უკავშირებდნენ, თუმცა,  მას ბევრად უფრო ღრმა და კრიტიკულ წინაპირობები აქვს. მესამე, მეოთხე  კლასელი არა მგონია  გამოცდებისთვის ემზადებოდეს. 

- მასწავლებლების გადამზადება, ტრენინგები ტარდება ყოველ წელს, იხარჯება  თანხებიშედეგი კი მაინც არ ჩანს.

- ტრენინგს თავისი მიზანი და ფუნქცია აქვს და ეს საგანის შესწავლა ვერ იქნება. რამდენიმე დღეში ფიზიკას ან ისტორიას ვერავინ ისწავლის. როგორც ვთქვი, ეს უმაღლესი სასწავლებლების პასუხისმგებლობაა.

- კარგა ხანია, არაფერი შეცვლილა სამაგისტრო გამოცდების კუთხით... რამდენად გამართულად მიგაჩნიათ დღევანდელი სისტემა?

- სამაგისტრო გამოცდების შემოღების აუცილებლობა გაჩნდა მაშინ, როდესაც დაისვა  სწავლების სამგისტრო საფეხურზე გრანტის განაწილების საკითხი; გვინდოდა, გრანტი სამართლიანად განაწილებულიყო... გამოცდილებით დავრწმუნდით, რომ არ შეიძლებოდა, ყველასთვის უნიფიცირებული საგამოცდო სისტემა შეგვეთავაზებინა. ჰუმანიტარული და ტექნიკური მიმართულების მაგისტრანტები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებოდნენ, ამიტომაც, გავიზიარეთ აშშ-ის გამოცდილება, სადაც სხვადასხვა ტიპის გამოცდებია მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთათავის. ჩვენც ეს მოდელი ავირჩიეთ. თუმცა შემდეგ რატომღაც ისევუნიფიცრება გადაწყდა. ვფიქრობ, რომ განსხვავებული ტიპის გამოცდების შეთავაზება სხვადასხვა მიმართულებებისათვის ბევრად უფრო ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო.

როცა ცვლილებებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა უპირატესობა ექნება ახალ მოდელს ძველთან შედარებით.ვფიქრობ, თუ შეიცვლება დაფინანსების წესი, ბუნებრივად დადგება საკითხი საგამოცდო სისტემის ცვლილებისა.

- პროფესიული სასწავლებლების მიმართულებითაც გვინდა გკითხოთ. მინიმალური ზღვრის გადალახვა საკმარისია სასწავლებელში მოსახვედრად, რაც გარკვეულ ფორმალობად აღიქმება...

- პროფესიულ განათლებაში მეტი ახალგაზრდის თუ ნებისმიერი ასაკის ადამიანის ჩართვა საუკეთესო შესაძლებლობაა შრომის ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ რეალიზაციისთვის. ეს მინიმალური ბარიერიც პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. მეორე მხრივ, პროფესიული განათლება პრიორიტეტია ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია  გავაანალიზოთ, რა შედეგი მოგვიტანა გამოცდების არსებულმა სისტემამ; სიმბოლური  ბარიერი,  ხელმისწვდომობასთან ერთად,  მის პრესტიჟულობაზეც ხომ არ ახდენს გავლენას? ახალგაზრდამაც უნდა იცოდეს, რომ პროფესიული განათლება არის ყველაზე ეფექტური გზა შრომის ბაზრისაკენ. ჩემი აზრით,  პროფესიული განათლება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე აკადემიური.

- საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესების შორიდან ყურება გიწევთ თუ ჩართული ხართ ამ ყველაფერში?

- მთელი ჩემი საქმიანი ცხოვრება, ყველა ეტაპი და დღე ამ სისტემას უკავშირდება. მათემატიკის ინსტიტუტი, ლექციები უმაღლეს სასწავლებლებში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი - არ დაგიმალავთ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ეტაპი. სამინისტროშიც მომიწია ყოფნა... დღეს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციას წარმოვადგენ და  ჩვენი კვლევითი თუ  სხვა პროექტებიც განათლების სფეროს უკავშირდება. განათლების სისტემა ერთადერთი სფეროა, სადაც  მომავალშიც  წარმოვიდგენ  საკუთარ თავს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება