მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლაში IX კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „მსოფლიოს ცნობილი მათემატიკოსები“ განახორციელეს.
პროექტს მათემატიკის მასწავლებელი იამზე კურტანიძე ხელმძღვანელობდა.
პედაგოგის მითითებით მოსწავლეებმა ცნობილი მათემატიკოსების შესახებ ინტერნეტში ინფორმაცია მოიძიეს. რამდენიმემ საკუთარი სურვილით შეარჩია, მოიძია და მოამზადა საუკეთესო პრეზენტაციები, რომელიც სკოლის აიტ კლასში VI კლასის მოსწავლეებმა მოისმინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა და წარმატებული მათემატიკოსების შესახებ ინფორმაციის მოსმენამ მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, გაიგეს იმ მათემატიკოსების შესახებ, რომლებსაც დღემდე არ იცნობდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ მეექვსეკლასელებმაც გამოთქვეს სურვილი და მოამზადეს პრეზენტაციები თემაზე - „ციფრული ტექნოლოგიის ცნობილი ადამიანები“.
მოსწავლეებს ფასილიტაციას უწევდა კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი ხათუნი ასანიძე.
წარმოდგენილი იყო საუკეთესო ტექნიკური ხერხებითა და გამართული, საინტერესო შინაარსით შესრულებული პრეზენტაციები, რამაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ორივე პროექტი ემსახურებოდა ჩვენი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას, მათი ცოდნის გამდიდრებას, ცნობილი მათემატიკოსების და ციფრული ტექნოლოგიის უდიდესი წარმომადგენლების
ბიოგრაფიების და მათი გამოგონებების დასწავლას.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ორივე პროექტი განხორციელდა მათემატიკა/კომპიუტერული ტექნოლოგიის კათედრაზე.
„კათედრის წევრ პედაგოგებს შორის, რომლებიც გვესწრებოდნენ, როგორც „კრიტიკულმა მეგობრები“, თანამშრომლობითი ურთიერთობა განმტკიცდა. მათ შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები. ასევე სამომავლოდ, დავგეგმეთ ინტეგრირებული პროექტი სხვა კათედრებთან“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.