მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში დაარსდა მეწარმეობის კლუბი - „მარგალიტები“, რომლის მთავარი მიზანია მოსწავლეებში სამეწარმეო კომპეტენციის და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
კლუბში გაწევიანებულნი არიან VII –XII კლასის მოსწავლეები. მას ხელმძღვანელობს ხელოვნების მასწავლებელი ია ტერელაძე. მოსწავლეები, პედაგოგთან ერთად სასწავლო წლის მანძილზე საინტერესო პროექტს ახორციელებენ.
ამჯერად, პროექტის ფარგლებში გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა საახალწლო თემატიკასთან დაკავშირებით. მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ნამუშევრები სკოლის მოსწავლეებმა, კლუბის წევრებისა და კლუბის ხელმძღვანელის დახმარებით შექმნეს.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდნენ ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ჯულიეტა ქობალია და რესურსცენტრის სხვა წარმომადგენლები, ასევე სოფელ ივანდიდის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ბესიკ ჩანქსელიანი და ივანდიდის საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი მეგი ბენდელიანი, ბაღის პედაგოგებთან ერთად.
გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა ხონის შშმ პირთა დღის ცენტრ „თანადგომას“ გადაეცემა.
„კლუბის სახელით მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს, სკოლის დირექტორის მ/შ ქალბატონ ლია ჩიხლაძეს, ჩვენს აღსაზრდელებს, მასწავლებლებს, მოწვეულ სტუმრებსა და პროექტში ჩართულ მასწავლებლებს - შორენა გუბელაძეს და იამზე ფანცულაიას“,- აღნიშნავს კლუბის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.