მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლა ყოველთვის გამოირჩევა, საინტერესო პროექტებისა თუ ღონისძიებების ორგანიზებით. „ჩრდილების თეატრი“ - კიდევ ერთი საინტერესო პროექტია, რომელიც მე-7 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს.
პროექტი წარიმართა, საგნების - ქართული ენა და ლიტერატურა, მუსიკა და ხელოვნება, ინტეგრირებული გაკვეთილის ფარგლებში. ღონისძიებას პედაგოგი ნათელა მეგენეიშვილი ხელმძღვანელობდა.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ცდილობენ შეთანხმებულად შეარჩიონ პროექტისათვის მასალა. პროექტი კარგი საშუალებაა მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, უნარებისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად.
მათ ამ კუთხით შეარჩიეს სიმულაციური და როლური თამაშები, კერძოდ „ჩრდილების თეატრი“. განხორციელებული პროექტი დაეხმარა მოსწავლეებს ზეპირმეტყველების, წარმოსახვის, შემოქმედებითი, კვლევითი, მხატვრულ - ესთეტიკური უნარების განვითარებაში.
პროექტებით სწავლება მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, რომელიც ბოლო წლების საგანმანათლებლო სივრცეში დაინერგა და ჩვენი სკოლის პედაგოგებიც ცდილობენ ერთობლივად ჩაერთონ ამ დიდ საერთო საგანმანათლებლო საქმიანობაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.