სიახლეები
საინტერესო

საახალწლო ფილმები, რომლებიც ჯადოსნურ განწყობას შეგიქმნით
01-01-2023
-
+


შობა-ახალი წელი წელიწადის ის დროა, როდესაც ადამიანები თავს განტვირთვის უფლებას აძლევენ. ამ დღეებში შეგიძლიათ ტელევიზორთან, ლეპტოპთან ან პლანშეტებთან კომფორტულად მოკალათდეთ და საახალწლო ფილმებს დიდი სიამოვნებით უყუროთ. 

არის ფილმები, რომლებიც ახალი წლის განუყოფელი ნაწილია და რომელთა ყურებაც არ გვბეზრდება.

მარტო სახლში

ეს ის ფილმია, რომელიც მართლა შობა-ახალ წელთან ასოცირდება. სახლში მარტო დარჩენილი კევინის ისტორია და თავგადასავლები გულგრილს არავის ტოვებს. ყველას მოსწონს შობაზე უზომოდ შეყვარებული ბიჭუნა, რომელიც ძალიან მოხერხებულია, მძრცველებს არ უშინდება, სიკეთეს გასცემს და საახალწლო განწყობას ინარჩუნებს. მისი ისტორია, ფაქტიბრივად, ყველამ იცის, თუმცა შეუძლებელია მან ისევ ღიმილი არ მოგგვაროთ და ყურების სურვილი არ გაგიჩნდეთ.

პოლარული ექსპრესი

ფილმი მოგვითხრობს პატარა ბიჭზე, რომელსაც სანტა-კლაუსის არსებობის არ სჯერა, მეტიც, მას არც შობის დღესასწაული უყვარს. უცებ კი ყველაფერი იცვლება, მას შანსი აქვს ჯადოსნურ მატარებელში მოხვდეს და სანტას ესტუმროს. გზა კი ნამდვილდ თავგადასავლებითაა სავსე.

როგორ მოიპარა გრინჩმა შობა

გრინჩს შობა სძულს, უნდა, რომ დღეასაწაული ყველას ჩააშხამოს, ამიტომაც მათ საჩუქრებს იპარავს. ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც მას პატარა გოგონა - სინდი ლუ შეხვდება. გოგონას სჯერა, რომ გრინჩი კეთილია, თანაც აინტერესებს, თუ რატომ არ უყვარს მას შობა. ფილმში მეგობრობის, არასწორი ფასეულობების გადაფასებისა და ერთგულების მაგალითებია მოყვანილი. სწორედ ამიტომაცაა ახალ წელს საყურებელ ფილმებს შორის ერთ-ერთი შეუცვლელი.

კუჩხი ბედინერი

რა თქმა უნდა, არც ქართული საახალწლო ფილმი უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. ის 1978 წელს გადაიღეს. მას საფუძვლად ახალი წლის მეკვლეობის ტრადიცია უდევს. ერთი ოჯახის უნებლიე მეკვლე ძაღლი გახდება. იმ წელს მათ გაუმართლათ. ამიერიდან კი ძაღლი ყველაზე სასურველი მეკვლეა სოფელში.

ცუდი სანტა

ისე გამოვიდა, რომ ამ ფილმში ახალი წლის მოსვლა არავის უხარია. მთავარი გმირი რეციდივისტი ალკოჰოლიკი უილია, რომელსაც წლიდან წლამდე სავაჭრო ცენტრების ძარცვით გააქვს თავი. ახალ წელს მაღაზიების შიგნიდან შესასწავლად მას სანტას ფორმის მორგება უწევს. მის დანახვაზე ბავშვები რწმუნდებიან, რომ სანტა-კლაუსი არ არსებობს. თუმცა, ახალი წელი ხომ სიურპრიზებისა და ჯადოსნური მომენტების დროა - ერთი ბავშვის რწმენა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მთავარ გმირს საკუთარი თავი ეპოვა და ფაქტობრივად, ნამდვილი სანტა გამხდარიყო.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება