მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე „აჭარის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს, სადაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ დეტალურად ისაუბრა ყველა დაგეგმილი ცვლილების შესახებ, მათ შორის 8 საჯარო სკოლისთვის სარეზერვო ბიუჯეტის შექმნაზე
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სარეზერვო ბიუჯეტის შექმნის მიზანია, მასქიმალურად სწრაფად მოხდეს სტიქიური უბედურობისას სკოლებისთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრა.
„ახალი ღონისძიება, 8 საჯარო სკოლის შენობების, ეზოებისა და ტერიტორიებისთვის გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესასრულებლად ხარჯებისთვის - 300 ათასი ლარის ოდენობით თანხის გამოყოფას ითვალისწინებს.
მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელს გვქონდა სტიქიური ზონები, რომლებიც სკოლებთან ძალიან ახლოს იყო და იმისთვის რომ მაქსიმალურად გამარტივებული იყოს პროცედურები და სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება ამ ტიპის გამოწვევებზე იქმნება სარეზერვო ბიუჯეტი სკოლებში, რომლის ხარჯვა საჭიროებისამებრ მოხდება“, - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.