მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალოვანის საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი საინტერესო და ემციებით დატვირთული პროექტი ჩატარდა. გაიმართა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“. თამასში VII-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტი 14 დეკემბერს განხორციელდა, მოსწავლეები სხვადასხვა საგნიბრივი კათედრების მიერ მომზადებულ კითხვებს პასუხობდნენ და აგროვებდნენ საკონკურსო ქულებს. თამაშს გეოგრაფიის მასწავლებელი, ირმა სისვაძე ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებში ინტელექტუალური ღონისძიების მნიშვნელობის გააზრება. თანამედროვეობაში აუცილებელია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ ზოგადი უნარ - ჩვევების განვითარება, რაც განსაზღვრავს მათ კონკურენტუნარიანობასა და წარმატებას.
იყო სიხარული, ტაში, გამარჯვება ...
„პროექტში მონაწილეობისთვის დიდ მადლობას ვუხდით მონაწილე მოსწავლეებს, აქტიურ აუდიტორიას, საგნის მასწავლებლებს - თანადგომისა და საინტერესო კითხვების მოწოდებისთვის, სკოლის ადმინისტრაციას კი - პროექტის მხარდაჭერისთვის“ - აღნიშნავს ღონისძიების ხელმძრვანელი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.