მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
17 დეკემბერს საქართველოში ბარბარობის დღესასწაული აღინიშნება. ეს დღე ქართულ ოჯახებში ლობიანის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ამ ცომეულის მომზადების რეცეპტი სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირია.
იმისთვის, რომ ხვალ გემრიელი ლობიანებით გაუმსაპინძლდეთ ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს, გთავაზობთ ორ რეცეპტს - ერთი ტრადიციულია, მეორე - რაჭული ლორტრადიციული და რაჭული ლობიანანი ლობიანი.
ლობიანის გულსართი რომ არ დაიფშვნას... - რამდენიმე რჩევა დიასახლისებისთვის
ტრადიციული რეცეპტისთვის დაგჭირდებათ:
1 კგ ლობიო;
4 თავი ხახვი;
150 გრამი ზეთი;
2 ცალი დაფნის ფოთოლი;
2 კგ ფქვილი;
1 ჩაის კოვზი საფუარი;
მარილი და პილპილი - გემოვნებით;
მოსახარშად დადგმული ლობიო დუღილს რომ დაიწყებს, გადაღვარეთ წყალი, დაასხით ახალი წყალი და კვლავ ხარშეთ. ხარშვის დროს ჩაუმატეთ დაფნის ფოთოლიც. მარცვალი კარგად რომ მოიხარშება, გადაწურეთ წყალი და აზილეთ. ზეთში მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, გემოვნებით შეკაზმეთ მარილითა და პილპილით. ეს ჩაუმატეთ ლობიოს და გულსართი მზად არის.
ცომის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, საფუარი, მარილი, ზეთი და მწიკვი შაქარი. ჩაუმატეთ თბილი წყალი და მოზილეთ რბილი ცომი. შემდეგ შეფუთეთ და დადგით 1 საათით, სანამ არ აფუვდება. ცომისგან გააკეთეთ საშუალო ზომი გუნდები და ცოტა ხნით დატოვეთ. შემდეგ გააბრტყელეთ, თითოეულზე გადაანაწილეთ შიგთავსი, მოუკარით პირი და გააბრტყელეთ. შემდეგ გამოაცხვეთ დაბალ ცეცხლზე.
თუ განთქმული რაჭული ლობიანის მომზადებას გადაწყვეტთ, უნდა მოიმარაგოთ:
1 კგ ლობიო
100 – 150 გრ ლორი
1 კგ ფქვილი
საფუარი
შაქარი
ზეთი
მარილი
მოსახარშად ვდგამთ ლობიოს, პირველი წამოდუღების შემდეგ ვუწურავთ წყალს და ახალი, გამოცვლილი წყლით ვხარშავთ. კარგად რომ მოიხარშება მარცვალი, გადავუწურავთ წყალს, ვზელთ, ვკაზმავთ და ვუმატებთ დაჭრილი ლორის ნაჭრებს.
ფქვილიან თასში ვასხამთ წყალს, 1 ლიტრ თბილ წყალში, რომელშიც მარილი, შაქარი და საფუარი გვაქვს გაზავებული. შემდეგ მოვზელთ რბილ ცომს და დავაყოვნებთ ასაფუებლად. შემდეგ ვაბრტყელებთ ცომს, ჩავდებთ გულსართს, მოვუკრათ პირს და ვაცხობთ დაბალ ცეცხლზე უცხიმოდ. გამომცხვარ ლობიანს კარაქს კარაქს ვუსმამთ ზემოდან. და ლეგენდარული რაჭული ლობიანიც მზად არის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.