მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლამ, 1988 წლის 7 დეკემბრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულ უმანკო მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, ღონისძიება მიუძღვნა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მერვე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა, მათ გაიხსენეს მტკინვეული ისტორია, გაეცნენ ამ დღესთან დაკავშირებულ უცნობს ფაქტებს და წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიების ბოლოს, სანთლები აანთეს და ილოცეს დაღუპულთა სულის სიმშვიდისათვის.
სკოლის დირექცია, მადლობას უხდის ორგანიზატორებს და მოსწავლეებს ასეთი საინტერესო და სიმბოლური ღონისძიების წარმოდგენისთვის.
ზუსტად 33 წლის წინ,1988 წლის 7 დეკემბერს ადგილობრივი დროით 11:41 სთ-ზე სომხეთი დამანგრეველმა მიწისძვრამ შეძრა. სულ რამდენიმე წამში განადგურდა ქალაქები - სპიტაკი, გიუმრი, ახურიანი, გუგარქი, არაგაწი, კალინინო, სტეფანავანი, ვანაძორი... ასამდე სოფელი და დაახლოებით 400 დასახლებული პუნქტი მიწასთან გასწორდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით დაიღუპა 25 ათასი, დაშავდა 19 ათასი და უსახლკაროდ დარჩა 514 ათასი ადამიანი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.