სიახლეები
სკოლები

„მარტოობის სევდა“- დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი მორიგ ემოციურ ნოველას გვიზიარებს
16-12-2022
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი თავის ემოციურ ნოველას - „მარტოობის სევდა“, გვიზიარებს. 

ის სოფელში მარტო დარჩენილი მოხუცი ადამიანების განცდებსა და ფიქრებს გადმოსცემს. ისინი ახალი წლის სუფრასთან სხედან და თავიანთ ცხოვრებაზე საუბრობენ, როდესაც ვიღაც მოულოდნელად დაუძახებს, მათი განწყობა და ცხოვრება სწორედ ამ შემთხვევის წყალობით იცვლება. 

ჩვენ ნინო დოხტურიშვილის ნოველას უცვლელად გთავაზობთ.

„მარტოობის სევდა“

- შეხედე ამ მთვარეს პაპა, როგორი გამწყრალი მიმზერს ნეტავი რად მემდურის?

- იცის, რომ მიდიხარ და  სევდიანი დამშვიდობება მოგიწყო შვილო. ისეთი გრძნობა მრჩება, თითქოს ამ სოფელს დიდმა წყლის ჭავლმა გადაურა და ავბედითად  გაიყოლა ახალგაზრდული სული...

- წამოდი პაპი ჩემთან, მე ვისწავლი შენ კი ჩემზე იზრუნებ, აქ რა უნდა აკეთო მარტო??

- არა, შემოგევლოს პაპა, აქ ჩემი  მეუღლე, შვილი და სიძეა დაკრძალული. აქ ვიგრძენი  დიდი სიყვარული და ტკივილი. დღემდე დასამარებული ბედნიერების ტყვეობაში ვარ  და თავის ვიტყუებ, რომ ჩემს ოჯახს ვჭირდები, ისინი ყოველ მეორე დღეს მელიან  თაიგულით ხელში, აბა მითხარი, მეპატიება აქედან გადახვეწა.?!

- ხოდა მაშინ, მე დავბრუნდები მალე... იცოდე, რომ შენით მიდგას სული, ღალატს არ გაპატიებ!

- მე ჯერ არავისთვის დამიწყვეტავს გული და რაღა ჩემს სისხლსა და ხორცს წაუხდენ  იმედს... აქ ვიქნები ამ მამაპაპისეული ფუძის დარაჯად...

მცირედი პაუზის შემდეგ მოხუცმა კვლავ ახედა ცას და სიამოვნებით წარმოსთქვა: 

- ძალიან მომწონს ასეთი ღამეები, მხოლოდ სოფელში იცის ვარსკვლავებით მოცისკროვნებული ცა და უკუნეთში გახვეული სიბნელე...  ოცნების სურვილით შეპყრობილი ნიადაგის სურნელი, რომელსაც ცისარტყელასავით  გარს აკრავს ბავშვობის წლები ...

- ასე ძალიან გიყვარს პაპი სოფელი??

- აბა, პაპი, აბა.. ჩემი ცხოვრება ეს მიწაწყალია, მე მის წიაღშია დავგოგმანობ ჩვილი ბავშვივით....

 - იცი, მე რომ ცნობილი ექიმი გავხდები, დავბრუნდები და ზრუნვას არ მოგაკლებ...

მოხუცმა ღიმილს  მარტოობის ნაღველი ამოაყოლა.

- წადი პაპი, ოღონდ გახსოვდეს, რომ შენს უკან ღირსება დგას და მას ჩემი სახელი ჰქვია, როგორც კი დაივიწყებ, უსიტყვოდ შეგიძლია დამმარხო  გულში.

- რას ამბობ, ეგ აღარ გაიმეორო...

- კაი შვილო, აღარ დაგამძიბემ სიტყვებით, მოემზადე ხვალიდნელი დღისთვის, ცხოვრება ახალ თავგადასავალს გიმზადებს...

- წავიდეთ დავიძინოთ...

- შენ როგორც იტყვი, პაპი...

- ეეხ, როგორ მალე გახდი ზრდასული გოგო, დედაშენს ჰგავხარ, მასავით სევდიანი თვალები და კეთილი გული გაქვს....

დილით  ურემზე შემოდო მიტო პაპამ  შვილიშვილის გუდანაბადი და სიყვარულით გაისტუმრა ქალაქისკენ.. თან გააყოლა გულის ტკივილი და ისეთი სევდა  განშორებას რომ მოსდევს. სახლში დამძიმებული წამოვიდა, გზადაგზა ჩაიმუხლა კიდეც, ფეხები ლოდებივით გაუხდა და მთელ სხეულში ტკივილი იგრძნო. მერე კი ნელ-ნელა მოეშვა და ახლა ნაფოტივით სიმსუბუქე იგრძნო, ვიღაცის მიტოვებულ ღობეს  მოეჭიდა რომ არ დაცემულიყო....

- რა არის ცხოვრება?? ისევ მარტო დავრჩი ამ უდაბურ ტყეში, ვსუნთქავ და ჟანგბადი არ მყოფნის, ვყვირი და არავის ესმის. მხოლოდ მთის ფერდობები გამოსცემენ სანუგეშო ექოს, ესაც ჩემი წილი მოგონებების გამოძახილია. ცხოვრება განწირული სიმარტოვეა, ერთმანეთის მიყოლებით დამტოვეს მეუღლემ,  შვილმა, სიძემ ნათელი და სანთელი არ მოჰკლებოდეთ მათ სულებს... ახლა კი სიმწრით გაზრდილი შვილიშვილი გაჰყვა გულის წადილს.

გზად მიმავალს, სიბერის მანუგეშებელი ერთადერთი მეზობელი შემოხვდა...

- მიტო ცუდად ხომ არ ხარ, კაცო?!

- რას ამბობ ნიკალა, ჩემი გოგო სტუდენტი გახდა, პირიქით, გულსა და სულს უხარია..

- მაგრამ....

- რა იყო??

- რაღაც  სიარული მიჭირს, ეტყობა გადავიღალე და თუ ღმერთი გწამს, წამაშველე ხელი...

- მოდი, კაცო, მოდი, რად უნდა ამას ამდენი სჯა-ბაასი?

მიტო პაპამ სიმწრით ასწია მარჯვენა ხელი და მკერდის არეში გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო, არ გაიტეხა იხტიბარი, მორჩილად გაჰყვა გამცილებელს.

- რა უცებ გადის დრო, ნიკალა, თითქოს ვერც კი ხვდები ასე უმეცრად რომ დაგცინის და დაუნანებლად გსჯის. რით დავიმსახურეთ  მარტოობა?? მე თუ მკითხავ, ვისაც  გულის ფიცარზე ასეთი ბედ-იღბალი  აწერია, ის საერთოდ არ უნდა გაჩნდეს ამ ქვეყანაზე...

- რაებს ამბობ, კაცო, ესე იგი მე მთლად თავი მქონია მოსაკლავი??

- შენ ოქროს გოგო გყავს, გენაცვალე და იმას უნდა გაუფრთხილდე, მე კი მიტოვებული ძაღლივით გამუდმებით პატრონს ველი.

-  სევდას არ უნდა შეაჭმევინო თავი, შენ უნდა იყო მასზე ძლიერი და დაუდეგარი... იცოდე იმედი ბოლოს კვდება და მხოლოდ მას მერე მიდის ადამიანი...

- სად, კაცო, სად??

- იქ დასალიერში,  სადაც ვერაფერს შეცვლი და დაინახავ... ხოდა, სანამ ცოცხალი ხარ,   იხარე ადამიანური ყოფით...

- კარგ თქმა კი იცი მიტო! ნიჭიერი და განათლებული კაცი ხარ. იქნებ, სხვა გარემოში, უკეთეს ცხოვერბასაც მოსწეოდი...   ახლა კი ერთმანეთის იმედით, შევსცქერით მარადისობის გზას...

- აბა, კაცო, აბა... ასეა  წუთისოფელი მოწყობილი! „ვიფუსფუსოთ ჩვენებრად, ბებრულად და დიდებულად!“

- შეხედე, მიტო, რა აკლია ახლა ამ სუფრას, რომელი დიასახლისი მჯობია მე?! დილიდან დედაკაცივით დავფუსფუსებ, საგულდაგულოდ ჩავაცხე კვერები, ყველიც ოთხფეხა ბინადარმა გვისაჩუქრა, ხოდა შევხვდეთ ახალ წელს ჩვენებური მრავალჟამიერით.

- ეეეხ, ჩემო მეგობარო, ვიტყუებთ თავს მე და შენ. ამ გადაკარგულ სოფელს ღამის გუშაგებად ვუდგევართ სარეცელთან, რომ საბოლოოდ არ ამოძირკოს მეხსიერებიდან... წავიდნენ ყველა,  ვერ გაუძლეს აქაურ სიმარტოვეს, ჩვენ კი უკანასკნელ განდეგილი ბერებივით ვსხედვართ და თავს  ვინუგეშებთ გამოგონილი ბედნიერებით....

- მიტო პაპა, სხვა რა დაგვრჩენია?!

- არც არაფერი, ლოდინის მეტი, ან კი ვის ველოდოთ?

- ვისა და მიქელას, სად წავა აბა იმას არ დავავიწყდებით, დროულად და დაუპატიჟებლად იცის მოსვლა.

- კი კაცო, ეგ მართალია! მიტო შენმა შვილიშვიმა არ მოგწერა რამე, სად არის რა „მოხელენაჩალნიკია“ ?

- ახლა მე გკითხვავ შენ?? შენმა თუ გაგიხსენა, რაც დედულეთიდან ამოიკვეთა ფეხი ??

ცოტახანი დუმილი ჩამოვარდა, ორ მოსაუბრეს შორის...

- ხოდა ასე გავახსენდი ჩემს ცისფერთვალება გოგოსაც. იმას ენაცვალოს პაპა, დარწმუნებული ვარ, სამაგალითო ექიმია, სიკეთეს თესავს და მომდურავი არავინ ჰყავს. სწორედ ისეთი  ადამინია, როგორიც დედამისი იყო...

- დედამისი და შენი ქალიშვილი ერთი წუთითაც არ გტოვებდა მიტო, მისაბაძი და სამაგალითო მამაშვილობა გქონდათ. იქამდე არ შეგელია, სანამ სიკვიდლმა არ მოგტაცა მისი თავი. ხოდა, ახლა შენ არ ტოვებ, ზიხარ და გაჰყურებ უსასრულობისაკენ მიმავალ გზას. ჩემი შვილმა კი უკან მოუხედავდ დატოვა თავისი მიწა-წყალი, ნეტავი საქართველოში ცხოვრობს? ალბათ არა, თორემ როგორ შეიძლება ერთხელ მაინც არ მოიკითხო მშობელი მამა.... ეეეხ, აღარც მინდა ამაზე ფიქრი, დალოცვილ გზაზე ატაროს ღმერთმა...

- ახლა არ არის ვიშვიშის დრო, მივუსხლდეთ სუფრას. უფლის დიდება ვთქვათ ისე, რომ ჩვენს მონაგარს მიუვიდეს    ლოცვა..

- მართალი ხარ, ბერიკაცო....

- მასპინძელოოო - უცნობმა ხმამ, მოხუცებს სიმყუდროვე დაურღვია...

- რა იყო კაცო, ვინ არის ახლა ასეთ ამინდში?? - ორივე ინტერესით ელოდა მოულოდნელ სტუმარს....

აი, როგორც იქნა კარებთანაც მოახწია ფეხის ხმამ... მერე ფრთხილად გაიღო და სამი ადამიანის სილუეტი მიყოლებით შემოვიდა პატარა ხის ოთახში...

- პაპა ასე ხვდები სტუმარს?

- შვილო?? შენ გენაცვალოს შენი პაპა.

მიტო პატარა ბიჭივით წამოხტა ზეზე, ცრემლებმა უნებურად იწყეს დენა დანაოჭებულ ღარებზე, მონატრებული შვილიშვილი მთელი ძალით მიიხუტა გულზე...

- ნუ ტირი, პაპა, გეხვეწები.

- რომ არ ვიტირო, გული გამისკდება ..

მიტომ მხოლოდ რამოდენიმე წუთის შემდეგ შეამჩნია ზღურბლზე მდგარი უცნობი ადამიანები..

- ესენი ვინ არიან შვილო?

- ეს ჩემი ოჯახია პაპა... მოხუცმა მარჯვედ ჩამოართვა ხელი სიძეს და პატარა ბიჭუნაც სიყვარულით მიიხუტა გულზე, გრძნობდა მაჯისცემის სიხშირეს და შეეშინდა, რომ ცუდად არ გამხდარიყო, სწორედ იმ ბედნიერების ჟამს, რომელზეც ასე ხშირად ოცნებობდა ...

- მიტო წავედი ახლა მე, შენ გყავს უკვე თანამეინახეები, მე აქ ზედმეტი ვარ...

- აბა, დაჯექი შენს ადგილზე... ფეხი არ მოიცვალო მაქედან - მტკიცედ უბრძანა მასპინძელმა...

- ნიკალა პაპა, მე თქვენ ერთი ადამიანი უნდა გაგაცნოთ, რომელიც არასოდეს გინახავთ...

 ნიკალას გაუკვირდა ასეთი ვინ უნდა იყოსო??

- ეს ახლაგზარდა გეცნობათ? გოგონამ ჯანღონით სავსე ვაჟკაცისკენ მიანიშნა...

- არა შვილო, პირველად ვხედავ.

- ეს ის პატარა ბიჭია შენს სახლ-კარს რომ მოსწყვიტეს და გადახვეწეს უცხო ქვეყანაში. რამდენიმე წელია რაც გაიგო, რომ საქართველოში ნათესავი ჰყავს, თავისი სისხლი და ხორცი. იმის მერე გეძებთ, სწორედ ეს გახლდათ ჩვენი ნაცნობობის და შემდეგ უკვე შეუღლების მიზეზიც. ახლა გამოდის, რომ თქვენც დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ხართ...

ნიკალა ხმას ვერ იღებდა,გაოგნებული უყურებდა ახალგაზრდებს და შვილთაშვილს, რომლზეც ვერც კი იოცნებებდა... სასწაული ხდება თურმე, შე კაცო....

ნიკალა ადგა და ხელი ჩამოართვა შავგრემან ვაჟკაცს, რომელმაც თავისი ახლგაზრდობა გაახსენა,  შვილიშვილი კი მარტო ამ ჟეჟსტს არ დაყაბულდა და დიდი სიყვარულით მოეხვია მოხუცს. ნიკალას სისხლი გაუთბა ძარღვებში, მხოლოდ ახლა იგრძნო სიმშვიდე, რომლიც მთელი ცხოვრება ქარბუქივით ტრიალებდა მის გონებაში...

- ახალი წელია, ხალხო, ვგრძნობ, რომ ეს წელი ბედნიერების სიმბოლო გახდება ჩვენთვის.

- ეეეხ, ნეტავ, ასეთი დღეები უსასრულოდ გაგრძელდებოდეს.

- ამიერიდან ასეც იქნება პაპა, ჩვენ აქ საცხოვრებლად ჩამოვედით...

- მაპატიებ პაპა?

- რას შვილო??

- მარტოობის გაუსაძლის წლებს....

- ეგ წარსულია, არც მახსოვს! ახლა მომავლით უნდა დავტკბეთ, ოღონდ ერთს გთხოვ, ნუ დაგვტოვებ მოხუცებს ბედის ანაბარა, მარტოობას ვერ გადავიტანთ, ახლა თითქოს სულზე მოგვისწარი შვილო...

- როგორ მენატრებოდი რომ იცოდე პაპა!

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა


თანხის დაბრუნების თაობაზე სტუდენტებმა უნდა მომართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით 6 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის 18:00 საათამდე

ვის აქვს მანდატურად მუშაობის უფლება - ვადები, დოკუმენტები და ყველა სხვა დეტალი

რომელ საგნებში გამოიყენება არადიფერენცირებული შეფასება - ინფორმაცია პედაგოგებისთვის

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა კურიკულუმებიუნდა შეადგინონ

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას აქტიურად ზრუნავს



ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა

საინტერესო

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



სიახლეები
საზოგადოება