მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში, სკოლის დირექტორის და მუსიკის პედაგოგის, იუარა იაილოიანის მიერ ორგანიზებული პროექტის დასასრულს, კონკურსი - „ახალი წლის კუთხე და საინტერესო ნაძვის ხე“ ჩატარდა.
კონკურსში მონაწილეობდა სკოლის ყველა კლასი, თითოეული მათგანი დიდი მონდომებით ცდილობდა, თავისივე შექმნილი დეკორაციებით ორიგინალურად და მრავალფეროვნად მოერთო საახალწლო კუთხე. აღსანიშნავია, რომ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე პედაგოგები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კონკურსში.
ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და თითოეულ კლასს გადასცეს სიმბოლური საჩუქრები სუვენირის სახით.
„პროექტი და განსაკუთრებით პროექტის ბოლო დღე მეტად საინტერესო, მრავალფეროვანი და ლამაზი იყო“ ,- გვამცნობს პროექტის ხელმძღვანელი იურა იაილოიანი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.