მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები: „ქალთა მიმართ ძალადობა“- ნატა ყურშუბაძე, „ ოჯახში ძალადობა“- ანა ყურშუბაძე და „ტრეფიკინგი“ - საბა ცეცხლაძე. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა ისაუბრეს ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე და მათი პრევენციის გზებზე.
გარდა ამისა, კლუბის წევრებმა პოსტერები დაამზადეს და სკოლის ეზოში აქცია „არა ქალზე ძალადობას“ გამართეს.
ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სკოლაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს - გიორგი ჩარკვიანსა და ნათია გორგილაძეს უმასპინძლეს, რომლებმაც გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და მათი პრევენციის გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრა იყო ინტერაქციული. მოსწავლეებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო ასკითხებზე და მიიღეს ამომწურავი პასუხები. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.
სკოლის კლუბ „სხივის“ კურატორი თამილა რიონიძეა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.