მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში, როგორც მოსწავლეთა ცოდნის ისე ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობენ.
15 დეკემბერს, სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა. ვიქტორინაში მე-7-მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მონაწილეები კენჭისყრის მეშვეობით 2 ჯგუფად განაწილდნენ.
გუნდების სახელწოდება იყო - „მეტეორი“ და „ყოვლისშემძლეები“.
შეჯიბრი 3 მიმართულებით წარიმართა: ამოცანების ამოხსნა, პორტრეტებით მათემატიკოსების ამოცნობა, კროსვორდის ამოხსნა.
გამარჯვებისთვის ბრძოლა დაძაბული და აქტიური იყო, გაიმარჯვეს „მეტეორებმა“, რომლის კაპიტანი მაგდა ჭიჭაღუა გახლავთ, სულ მცირე სხვაობით ჩამორჩნენ „ყოვლისშემძლეები“. გუნდის კაპიტანი - ლუკა ფიფიაა.
ღონისძიებას პედაგოგი ნინო ჩიქობავა ხელმძღვანელობდა, რომელიც ყველა მონაწილეს მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.