მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს. ამის მაგალითია პროექტი - „ცისფერი ყვავილი“, რომელიც სახელმწიფო ენის კათედრის მასწავლებელმა, თამარ მდინარაძემ განახორციელა.
პროექტში მეთერთმეტეკლასელები მონაწილეობდნენ, რომელთაც ქართველ რომანტიკოსთა ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს და მათი ლექსები წაიკითხეს.
„ამ დღეს, სამოთხის „მზე უკვდავ მშვენებით“ აყვავებულ რომანტიკოსთა იდუმალ სამყაროში შევაბიჯეთ მეთერთმეტეკლასელებთან ერთად! „სინაზის მნათე სულის“ ხმები გაისმოდა შთამბეჭდავად წაკითხული ლექსებიდან. ბარათაშვილი, ჭავჭავაძე, ორბელიანი, ნოვალისი, ბაირონი, მიცკევიჩი, პუშკინი და ლერმონტოვი- მიგვიძღვოდა უფაქიზესი ბუნების წიაღში... მადლობა, ჩვენს ნიჭიერ, გონიერ და კრეატიულ მოსწავლეებს, მადლობა თამარ მდინარაძეს ასეთი სასწავლო შემეცნებითი პროექტის განხორციელებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.