მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებისთვის აქტიურად ზრუნავენ. ამ მიმართულებით სკოლაში სახალისო, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები ხშირად ტარდება.
ამჯერად, სკოლაში, მასწავლებლების - ნაირა ლეჟავასა და ხათუნა მშვენიერაძის ხელმძღვანელობით, საბაზო საფეხურის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ვიქტორინა გაიმართა.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ბავშვებმა თავიანთი შესაძლებლობები და უნარები გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ბოლოს კი გამარჯვებული გუნდიც გამოავლინეს, რომლის წევრებიც იყვნენ: სალომე ბუჯიაშვილი, მარიამ სკვარცოვა, დიმიტრი ღვინიაშვილი ალექსანდრე შეთეკაური და რუსლან ბაბაევი. გამარჯვებულები დამსახურებული სიგელებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლებში მსგავსი აქტივობების ჩატარება მოსწავლეების განვითარებისთვის და უნარების გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.