მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში, ქართული ენის კლუბმა პროექტი - „ადამიანური პასუხისმგებლობა“ განახორციელა.
პროექტი 14 დეკემბერს ჩატარდა და მიზნად ისახავდა მოსწავლეებში სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდას. მოსწავლეებმა ამ თემის ირგვლივ განიხილეს ბევრი საკითხი, ისაუბრეს: ბულინგის სახეებზე, ბავშვთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობაზე, ტოლერანტობაზე და შეზღუდული შესაძლებლობების არარსებობაზე.
პროექტის ფარგლებში, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელმა, თინათინ ლარცულიანმა ჩაატარა ტრენინგი, მოსწავლეებმა კი - დაამზადეს პოსტერები და გააკეთეს პრეზენტაცია. შეხვედრის ბოლოს, ამავე თემაზე ანიმაციური ფილმის ჩვენება მოეწყო.
აქტივობა ემსახურებოდა სასკოლო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, მათი საზოგადოებრივი და ადამიანური პასუხისმგებლობის გააზრებასა და ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში, მათი როლის განსაზღვრას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.