მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაციებს ხშირად მართავენ. ამჯერად, მე-6ა კლასის მოსწავლეებმა, თემაზე - ,,მოდა ბრუნდება - ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“, საინტერესო ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა პრეზენტაციები ბარაკოსა და როკოკოს პერიოდის მოდაზე სლაიდების სახით წარადგინეს. ბავშვებმა ქართულ ტრადიციულ სამოსზე და თანამედროვე მოდის შესახებ ისაუბრეს. ასევე, აღნიშნული ეპოქები თავიანთი შემოქმედებით - სამეჯლისო, ქართული და თანამედროვე ცეკვით გააცოცხლეს. ბოლო კი მოსწავლეებმა აუდიტორიას საინტერესო რეცეპტიც შესთავაზეს - „თუ ვერ ვახერხებთ მოდის ტენდენციების მიმდევრობას გარკვეული მიზეზების გამო, წარმატების რეცეპტად შეიძლება სისადავე მივიჩნიოთ. ჩავიცვათ კლასიკური, შავი ან სხვა ფერის კაბა და უბრალოდ გავამდიდროთ შესაბამისი სამკაულით“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
მოსწავლეებმა ღონისძიების მსვლელობის დროს, თავიანთი ხედვები, შემოქმედებითი უნარები გამოვლინეს და დრო ხალისიანად გაატარეს. მათ მიერ ჩატარებულმა პრეზენტაციამ კი ყველას მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეების უნარების გაუმჯობესებისთვის და მოტივაციის ამაღლებისთვის საუკეთესო საშუალებაა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.