სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონში“ გამარჯვება ჩემი ოცნება იყო“- ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის პირველი სამეული კონკურსს აფასებს
20-12-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის მეორე პერიოდის ღონისძიება-კონკურსი 14 დეკემბერს დისტანციურ ფორმატში ჩატარდა.  

ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებიდან ჩაერთვნენ. 

პირველი ადგილი დაიკავა შუახევის მუნიციპალიტეტის საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის გრიგოლ ხანძთელის
სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე ლადო ფუტკარაძემ. მან 82 ქულა დააგროვა და ამისთვის 5 წუთი და 14 წამი დასჭირდა. მეორე ადგილი 81 ქულით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია ბიწაძემ მოიპოვა. მან ეს ქულა 6 წუთსა და 1 წამში დააგროვა. 77 ქულა 5 წუთსა და 38 წამში დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ლადო სიჭინავა. 

საპრიზო ადგილებზე გასულ სამეულს გადაეცათ დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი. 

ცნობისათვის, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 34 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის 2022 წლის მეორე ეტაპის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად, LIVE რეჟიმში გაიმართა. 

გამოვლენილი „ეტალონი მოსწავლეები“, თავის მხრივ  მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.

კონკურსის შემდგომ ემოციებზე, გამარჯვებუულ სამეულს და მათი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ვესაუბრეთ:

ედუარდ გოგრაჭაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

პირველ რიგში, ამ დიდ წარმატებას ჩვენს მოსწავლეს - ლადო ფუტკარაძეს მივულოცავ. ძალიან დიდი შრომა სჭირდება იმას, რომ საქართველოს „ეტალონი მოსწავლე“ გახდე. სწავლას შედეგი ყოველთვის მოჰყვება და მიხარია, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები ასეთ წარმატებას თავიანთი ცოდნით აღწევენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოსწავლე კიდევ უფრო მეტს მიაღწევს ცხოვრების განმავლობაში.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემიონატ „ეტალონს“, შუახევის მუნიციპალიტეტი ამ პროექტს მაქსიმალურად უჭერს მხარს. „ეტალონი“ ცოდნასთან, განვითარებასა და მოტივაციასთან ასოცირებული კონკურსია. მიხარია, რომ მასში უფრო და უფრო მეტი ბავშვი ერთვება. ეს ნიშნავს, რომ ისინი უფრო მეტს კითხულობენ და იმეცნებენ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია izrune.ge, რომელმაც მშობლები სასკოლო ცხოვრებაში ჩართო. ყოველივე ეს კი ჩვენი მოსწავლეების შემდგომ განვითარებაზე დადებითად აისახება.

ირა აბულაძე, საქართველოს საპატრიარქოს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ ნამდვილად ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, ობიექტური კონკურსია. მასში ვინც სწავლობს და ვინც შრომისმოყვარეა, ის იმარჯვებს. უნდა აღვნიშნო, რომ მას ძალიან კარგი წამყვანი და ავტორი ჰყავს. ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ისე მიჰყავს კონკურსი, რომ მოსწავლეები დაძაბულობას ვერ გრძნობენ.

ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ბევრისმომცემი პროექტია, რომელიც ამტკიცებს, რომ ვინც მუდმივად საკუთარი თავის განვითარებას ცდილობს, შედეგს აუცილებლად მიაღწევს.

ლადო ფუტკარაძე ჩვენს სკოლაში სექტემბერში გადმოვიდა, იქამდე სხვაგან სწავლობდა. კონკურსში შარშანაც მონაწილეობდა, ახლა კი გაორმაგებული ძალებით მუშაობდა, ჩვენც, შეძლებისდაგვარად, ვეხმარებოდით. ვხედავდით, რომ „ეტალონით“ ძალიან დაინტერესებული იყო. ველოდით, რომ გაიმარჯვებდა, რადგან ბევრს შრომობდა. მადლობელი ვარ ამ პროექტის, რადგან ის სწავლის ხარისხს აძლიერებს.

მელანო ზოიძე, საქართველოს საპატრიარქოს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის პედაგოგი:

ვფიქრობ, „ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია. ძალიან კარგია, რომ მასში მონაწილეობა ნემისმიერ მსურველს შეუძლია. ეს ინტელექტუალური თამაში მოსწავლეებს უდიდეს მოტივაციას აძლევს. რაც შეეხება ლადო ფუტკარაძეს, მქონდა მოლოდინი რომ გაიმარჯვებდა, რადგან ძალიან მშრომელი, ბეჯითი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეა. ის კონკურსში დიდი მონდომებით ჩაერთო და ძალიან კარგი შედეგი დააფიქსირა. ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ.

ლადო ფუტკარაძე, გამარჯვებული მოსწავლე - საქართველოს საპატრიარქოს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლა:

„ეტალონში“ მიღებული შედეგით ძალიან გახარებული ვარ. წინასწარ ვემზადებოდი, რაშიც მასწავლებლებიც დამეხმარნენ. რამდენიმე წელია, რაც ამ პროექტში ვმონაწილეობ. ადრე სხვა სკოლაში ვსწავლობდი და 2020 წელს ბათუმის „ეტალონი მოსწავლე“ გავხდი. იმედი მქონდა, რომ ამჯერადაც წარმატებას მივაღწევდი. როდესაც გავიგე, რომ გავიმარჯვე, სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისეთი გრძნობა დამეუფლა. ამ გამარჯვებამ თავდაჯერებულობა და სწავლის მოტივაცია კიდევ უფრო გამიმძაფრა. „ეტალონში“ გამარჯვება ჩემი ოცნება იყო. 

ხათუნა შუშტაკაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ხატია ბიწაძემ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. ვულოცავ მას, ასევე, პირველ და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს. მინდა მათ უდიდესი წარმატება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები როგორც საკუთარ სკოლას, ისე მუნიციპალიტეტსა და ოჯახს ბევრჯერ ასახელებენ.

უდიდეს მადლობას ვუხდი პროექტის ხელმძღვანელ ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, „ეტალონის“ მთელ გუნდს. დიდი მადლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რადგან კონკურსი მათი მხარდაჭერით მიმდინარეობდა. ვულოცავ ყველა იმ მოსწავლეს, ვინც აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა. აქ დამარცხებული არ არსებობს, თითოეული მათგანი გამარჯვებულია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, დამდეგი შობა-ახალი წელი ყველას მივულოცო და მშვიდობა, ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო.

თეა მეტრეველი, ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, რომ საკუთარი თავი და შესაძლებლობები გამოსცადონ. ასევე, თავიანთი წარმატებით დატკბნენ. ამ შესაძლებლობისთვის კი პროექტს დიდ მადლობას ვუხდი. მსგავს კონკურსებში გამარჯვება სხვა ბავშვებისთვისაც სტიმულის მიმცემია.

რასაკვირველია, მოლოდინი მქონდა, რომ ჩვენი მოსწავლე კარგ შედეგს დააფიქსირებდა. ეს წარმატება ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ბავშვების გამბედაობა, რომ მონაწილეობა მიიღონ, შესაძლებლობები შეაფასონ, ძალიან დასაფასებელია.

ჩემი აზრით, ფინალში გადასული ყველა მოსწავლე, თავის მხრივ, უკვე გამარჯვებულია. საპრიზო ადგილი კი უდიდესი მნიშვნელობის წარმატებაა, ამას ველოდი კიდეც. თავად ხატია ძალიან მიზანდასახული და შრომისმოყვარე ახალგაზრდაა. ამდენად, მისი წარმატების იმედი მქონდა. ვულოცავ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მქონე მოსწავლეებს. მადლობას ვუხდი „ეტალონის“ ჯგუფს იმისთვის, რასაც ჩვენი ბავშვებისთვის აკეთებს.

ესმა კიკილაშვილი, ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი:

ხატიას წარმატებას ნამდვილად ველოდი, რადგან ძალიან მიზანდასახული, ბეჯითი და ნიჭიერი მოსწავლეა. შრომა კი ყოველთვის ფასდება, ამას ხატია ბიწაძესაც ვეუბნებოდით. ველოდით, რომ სულ მცირე საუკეთესო ათეულში მაინც მოხვდებოდა. ჩემი აზრით, „ეტალონი“ ძალიან საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტია. პირადად მეც, ყველა გადაცემას ვუყურებდი და ბავშვებსაც ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მონაწილეობდა უნდა მიეღოთ და შესაძლებლობები გამოევლინათ. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ჩემი მოსწავლეებიდან რომელიმეს გაემარჯვა და ხატიამ ეს ოცნება ამისრულა.

ხატია ბიწაძე, მეორე ადგილზე გასული მოსწავლე - ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლა:

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან მაგარი კონკურსია, რომელში მონაწილეობითაც შესაძლებლობები ვლინდება. პირადად ჩემთვის, ეს საკუთარი თავის გამოცდის საშუალება, დიდი გამოცდილება და დიდი სიხარული იყო. თავდაპირველად, ნამდვილად არ ველოდი, რომ მეორე ადგილს დავიკავებდი, ძალიან ვღელავდი. უზომოდ დიდი სიხარული იყო ჯერ, როდესაც 81 ქულა დავინახე და შემდეგ ისიც გავიგე, რომ მეორე ადგილზე გავედი.


ლია ჯალაღონია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

ლადო სიჭინავას შედეგი, რა თქმა უნდა, სკოლისა და რესურსცენტრის დიდი წარმატებაცაა, რასაც ყველას ვულოცავ. ვისურვებდი, რაც შეიძლება ბევრი წარმატებული ახალგაზრდა გვყოლოდა. უნდა ავღნიშნო, რომ არიან მოსწავლეები, ვინც თავს წარმოაჩენენ და არიან ისეთებიც, ვინც მრავალმხრივ წარმატებულები არიან.

ჩემთვის „ეტალონის“ ყველა მონაწილე წარმატებულია, რადგან მათ სურვილი და შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ კარგი შედეგისთვის მაიღწიათ. გამარჯვებამდე მათ შეიძლება რამდენიმე წამი დააკლდათ, ამით კი იმის თქმა მინდა, რომ შანსი ყველას ჰქონდა. ძალიან კარგია, რომ მსგავსი კონკურსები არსებობს. მინდა, რომ რაც შეიძლება ბევრი იყოს და ხშირად ტარდებოდეს. დიდი მადლობა პროექტის ავტორებსა და შემოქმედებს. ნებისმიერი წარმატება არამარტო კონკრეტული მოსწავლეების, არამედ სხვების მოტივაციაზეც აისახება.

გივი ლაშხია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ რომ ძალიან საინტერესო პროექტია, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ის უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და მასში, ფაქტობრივად, ყველა სკოლა ჩართულია. მოსწავლეებს სურვილი აქვთ, რომ შესაძლებლობები გამოავლინონ. როდესაც ლადო სიჭინავა მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა, სკოლაში უდიდესი სიხარული იგრძნობოდა. მას მთელი სასკოლო საზოგადოება გულშემატკივრობდა. მესამე ადგილი რომ დაიკავა, ეს მისთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო. ყველა მოსწავლეს ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, მსგავსი კონკურსები ხშირად უნდა ტარდებოდეს. დიდ მადლობას ვუხდი „ეტალონის“ მთელ გუნდს.

დიანა წურწუმია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი:

თავად პროექტი ძალიან კარგია იმიტომ, რომ კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობა ჩანს. მისი საშუალებით შეიძლება დაინახოთ, თუ რა ცოდნის მიღება შეიძლება სკოლაში. ეს კონკურსი სისწრაფეს ავითარებს, მოსწავლეებს უფრო მოტივირებულს ხდის. ამ მიზეზების გამო „ეტალონი“ ძალიან მომწონს.

რაც შეეხება ლადოს, ვულოცავ და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი მოსწავლეა. ის არის ადამიანი, რომელიც არამხოლოდ ერთ, არამედ რამდენიმე საგანში რაღაცას ყოველდღიურად სწავლობს. ის ამით გამორჩეული მოსწავლეა. ველოდი, რომ ლადო წარმატებას მიაღწევდა. ასეთი შედეგი რომ არ მიეღო, ამით უფრო გავოცდებოდი. ის ძალიან დინჯი, მორიდებული ახალგაზრდაა. ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი შეუძლია და საკუთარ სათქმელს ბევრჯერ იტყვის.

ლადო სიჭინავა, მესამე ადგილზე გასული მოსწავლე - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს თემის N1 საჯარო სკოლა:

„ეტალონში“ მონაწილეობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ბევრი ინფორმაცია მივიღე. საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილი ვერ დავიკავე, მიღებული შედეგით მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. აღსანიშნავია, რომ კონკურსისთვის განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვარ. აქამდე ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული არ ვიყავი, ახლა მეტად თავდაჯერებული ვარ, რადგან სხვა მონაწილეებს კონკურენცია კარგად გავუწიე. 


ასევე იხილეთ:

„დღეს არის განათლების ზეიმი“- საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის შემაჯამებელმა კონკურსმა „ეტალონელებს“ ნამდვილი დღესასწაული მოუტანა

ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის პირველი სამეული ცნობილია

ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის რეიტინგი ცნობილია

ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად LIVE რეჟიმში მიმდინარეობს

ინტელექტ-ჩემპიონატის 2022 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად LIVE რეჟიმში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

ეს დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეთა, ასევე მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის 

გამარჯვებული მოსწავლეები, სკოლის დირექტორმა - იოსებ შავაძემ, სიგელებითა და სუვენირებით დააჯილდოვა

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება