მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის N21 საჯარო სკოლის IVგ კლასის მოსწავლე ანანო ნებიერიძემ თავისი შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინა და გურამ პეტრიაშვილის მოთხრობის - „წვიმის მოყვარული კაცი“ შთაგონებით, მოთხრობა დაწერა.
ნაწარმოები ერთი გოგონას შესახებაა, რომელსაც ძალიან უყვარდა მზე, ეს სიყვარული კი მისი მზისფერი თმებისგან იყო განპირობებული. როგორც ნაწარმოებშია განხილული, გოგონას ქალაქში ხშირად წვიმდა, რაც ძალიან აწუხებდა, ერთ დღესაც კაშკაშა მზემ გამოანათა, და უცებ ხელის გულზე რაღაც მსუბუქი დაეცა. მზემ გოგონას ოქროსფერი ბურთულა აჩუქა, რომლის მეშვეობითაც მეგობრებთან ერთად ყვავილები გაამრავლა, თუმცა ნელ-ნელა მზის მიმართ სიყვარული გაუნელდა და ერთ დილასაც იფიქრა, რომ გოგონები, რომლებთან ერთადაც სასწაულის მომსწრე გახდა, მასთან ერთად აღარ იცეკვებდნენ, სწორედ მაშინ მოხდა საწაული და ის, რაც ასე ძალიან მოსწონდა და აღაფრთოვანებდა ყველაფერი გაქრა, რამაც გული ყველას ძალიან დასწყვიტა.
მოთხრობაში მოსწავლის წერისადმი მიდრეკილება მკვეთრადაა გამოხატული, ასევე ფანტაზიისა და წარმოსახვის დიდი უნარიც იგრძნობა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეების შემოქმედებითი უნარებისა და ფანტაზიის გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ისინი ლიტარატურისადმი სიყვარულს იღრმავებენ.
იხილეთ მოთხრობა ბმულზე:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ