მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კასპის მუნიციპალიტეტის, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია სტუდენტთა დაფინანსება, რომელიც განკუთვნილია პირისთვის, რომელიც სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი), არ სარგებლობს სხვა სახელმწიფო პროგრამით (გარდა ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგად მიღებული გრანტისა) და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის დედ-მამით ობოლი;
ბ) მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი) ოჯახიდან;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 65 001-მდე სარეიტინგო ქულა;
სტუდენტთა დახმარების პროგრამით, ასევე, ისარგებლებს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
დოკუმენტის თანახმად, სტუდენტმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: „ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ცნობა და ანგარიშ-ფაქტურა (ან სხვა დოკუმენტი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი). დ) ცნობა ან/და ინფორმაცია შესაბამისი დაწესებულებიდან მასზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობების შესახებ; ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დაფინანსების შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითითებული იქნება კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.“
დაფინანსებისთვის განსაზღვრულია 500 ლარით, ანაზღაურება კი მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გაცემული ანგარიშ-ფაქტურის ან სხვა დოკუმენტის მიხედვით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.