მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის პროფესია სიღრმისეულია და ხშირად პედაგოგებმა ისეთი ცნებები და ტერმინები უნდა იცოდნენ, რომლებიც იმ საგანთან, რასაც ასწავლიან, არანაირ კავშირშია. მასწავლებლებისთვის ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინების ცოდნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკეთ ამოიცნონ მოსწავლის შესაძლებლობები და ცოდნაც შესაბამისად გადასცენ მათ.
მუშა მეხსიერება - გულისხმობს იმ მცირე ინფორმაციის დამახსოვრებას, რომელიც საჭიროა მოქმედების განხორციელების პროცესში.
მულტისენსორული მეთოდი - ნიშნავს სწავლების პროცესში შეგრძნების ერთზე მეტი არხის გამოყენებას. მაგალითად, ფერის სწავლაში ერთდროულად მონაწილეობს მხედველობა (ბავში აკვირდება ფერებს), შეხება (ხელებით ეხება სხვადასხვა ფერის საგნებს) და სმენა (ისმენს დასახელებულ ფერებს).
ვერბალური უნარები - არის ინფორმაციის სიტყვიერად გადაცემის გზები.
არავერბალური უნარები - ისეთი უნარებია, რომელთა გამომჟღავნება სიტყვების გარეშე, ჟესტით, მიმიკით, მოქმედებითაა შესაძლებელი.
სენსორული ინტეგრაცია - არის არაცნობიერი პროცესი. ის გულისხმობს სხვადასხვა შეგრძნების არხიდან (მხედველობა, ყნოსვა, სმენა და ა.შ.) მიღებული ინფორმაციის აღქმას, გაფილტვრას, ორგანიზებას, ინტერპრეტაციასა და შემდგომში სწორად რეაგირებას.
ფონოლოგიური ანალიზი და სინთეზი - არის სამეტყველო ენაში ბგერებით მანიპულირება, რაც გულისხმობს სიტყვაში შემავალი ბგერებისა და მარცვლების დაშლას (ანალიზი) და შემდგომში ბგერების სიტყვებად გაერთიანებას (სინთეზი). ფონოლოგიური ცნობიერების განვითარება სამომავლოდ კითხვის უნარის დაუფლების საფუძველია. ის დაკავშირებულია სმენით და სამეტყველო ბგერებით მანიპულაციასთან.
აკომოდაცია არის სასწავლო გარემოსა და სტრატეგიების ცვლილება ისე, რომ ბავშვი უფრო მარტივად მოერგოს მას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.