მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში ხშირად და ხალისით მონაწილეობენ. ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლე - მარიამ ქასრაშვილი 514 განაცხადიდან, აკადემიური მოსწრებისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე, 50 საუკეთესო გოგონას შორის შეირჩა და ტექნოლოგიური ბანაკის წევრი გახდა.
პროექტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს - GITA • Tech Park ინიციატივით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, ბაკურიანში, 11-17 დეკემბერს, მე-10-მე-12 კლასის მოსწავლე გოგონებისთვის განახორციელა. მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური ბანაკი მოაწყო.
ბანაკის მონაწილეები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციასა და საერთაშორისო ტენდენციებს გაეცნენ. მოსწავლეები, ასევე, ტრენინგებსა და ვორქშოპებში, პროგრამირების, ხელოვნური ინტელექტის, კიბერ ეთიკისა და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებით განხორციელებულ საინტერესო აქტივობებში ჩაერთვნენ, რაც მათ სამომავლოდ საშუალებას მისცემთ პროფესიის არჩევისას ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება სწორად მიიღონ.
„ეს იყო შთაბეჭდილებებითა და ბევრი დადებითი ემოციით აღსავსე 7 დღე. უპირველეს ყოვლისა, სკოლის დირექციას, BTU-სა და GITA-ს, უდიდეს მადლობას ვუხდი, რადგან მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ციფრული სამყარო უფრო ახლოდან გამეცნო და ამ საკითხებში ერუდირებული გავმხდარიყავი. სასიამოვნოა ფაქტია ისიც, რომ ახალგაზრდებს გვეძლევა საშუალება პროფესიის ტექნოლოგიური მიმართულებით არჩევისას, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება მივიღოთ“, - აღნიშნა ბაკურიანიდან დაბრუნებულმა მარიამ ქასრაშვილმა.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ბანაკებში სხვადასხვა საინტერესო ადამიანს ეცნობიან, კომუნიკაციას ეჩვევიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უდიდეს ცოდნასა და გამოცდილებას იძენენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ