მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში გაიმართა ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო ლიტერატურული საღამო, სადაც მე-5 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა აუდიტორიას გააცნეს საინტერესო ცნობები მწერლის შესახებ, გაუზიარეს მისი შემოქმედებიდან საყვარელი ნაწარმოებები, მოიძიეს ასევე ილიასადმი, ცნობილი ადამიანების მიერ მიძღვნილი ლექსები და ფრაზები, ვიზუალიზაციისთვის კი მათივე დახატული ილიას პორტრეტები და მისი შემოქმედებიდან საუკეთესო ამონარიდები წარმოადგინეს.
ღონისძიების ბოლოს ერთობლივად გაეცნენ დოკუმენტურ ფილმს „ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ქრონიკა“
შეხვედრა ძალიან სასიამოვნოდ წარიმართა, ახალი ინფორმაცია მიიღეს, როგორც მოსწავლეებმა ასევე დამსწრე საზოგადოებამ, რისთვისაც მოსწავლეებს სკოლის დირექცია მადლობას უხდის და უსურვებს წარმატებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს