მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლ სკოლაში, გენდერული მიმართულებით 3-თვიანი სასკოლო პროექტის - „შეცვალე რეალობა“ ფარგლებში საინტერესო შეხვედრა შედგა.
სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე თ.ჭეიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელი - მ.ჩხეტიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი - მ.კიკალიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი - ი.ხელაძე და გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი წყალტუბოს საკრებულოში ლ.ბერძენიშვილი.
შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა, წყალტუბოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარემ და ასევე წყალტუბოს გენდერული საბჭოს წევრმა ფაქიზო ფანჩულაძემ აღნიშნა, რომ სამთვიანი პროექტი სასკოლო საზოგადოებასა და თემში, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
შეხვედრაში, საქართველოს ქალთა საბჭოს (საპატიო თავმჯდომარე მზექალა შანიძე) აღმასრულებელი საბჭოს დირექტორი ქეთევან გაბრუაშვილი ონლაინ ჩაერთო, რომელმაც საქართველოს ქალთა საბჭოს ჯილდო - ქალთა მიმართ ძალადობის აღმკვეთის - ქომაგის საპატიო სიგელები ქალაქის მერს (გ.ბალანჩივაძეს), საკრებულოს თავმჯდომარეს (თ. ჭეიშვილს), რესურსცენტრის უფროსს (მ. ჩხეტიანს), ასევე ი.ხელაძეს, ლ.ბერძენიშვილს, ნ.გახოკიძეს, ფ.გიორხელიძეს, თ.თუთბერიძეს, ს.ქობალიას, ფ. ფანჩულიძეს გადასცა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მასწვალებელთა და მოსწავლეთა მიერ 3-თვიანი პროექტის განმავლობაში განხორციელებული სხვადასხვა აქტივობაც წარადგინეს.
სკოლის ხელმძღვანელმა აქვე დასძინა, რომ წყალტუბოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალბატონებისთვის, ქალთა საბჭოს 100 ლარი ჩაურიცხა.
შეხვედრაზე პრეზენტატორთა საინტერესო მოხსენებებმა დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ხოლო მოწვეულმა სტუმრებმა სკოლის დირექტორს, ამ პროექტის იდეის ავტორს, საქართველოს ქალთა საბჭოს თავჯდომარეს - ფაქიზო ფანჩულიძეს გენდერული საკითხების მიმართულებით პროექტის განხორციელებისა და მათი პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგვისათვის დიდი მადლობა გადაუხადეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს