სიახლეები
სკოლები

ახალციხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით, ისტორიულ სოფელ ჭობარეთს ესტუმრნენ
20-12-2022
-
+


ახალციხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანის - „ჩვენი საქართველოს“ შესწავლის ფარგლებში, სამცხის ერთ-ერთ ულამაზეს, დიდი ისტორიული წარსულის მქონე სოფელს -  ჭობარეთს ეწვივნენ.

ვიზიტი 18 დეკემბერს გაიმართა.

ისტორიის პედაგოგებმა - ია გვენეტაძემ და კარინე თათევოსიანმა მოსწავლეები ამოგზაურეს ისტორიულ წარსულში. 

მასწავლებელთა თქმით, თანამედროვე ეროვნულ სასწავლო მიზანს წარმოადგენს მოსწავლეებისთვის სამშობლოსა და მისი კულტურის მიმართ პოზიტიური  დამოკიდებულების ჩამოყალიბება. მოსწავლის პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საგანი „ჩვენი საქართველო“ სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებთან ერთად უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაში, მისი ღირებულებითი სისტემის ფორმირებისთვის. აღნიშნული საგნის სწავლებით მოსწავლე   შეიმეცნებს ოჯახზე, უშუალო გარემოსა და სამშობლოზე ზრუნვის აუცილებლობას.

„თანამედროვე სწავლება მიზნად ისახავს მოსწავლის აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია სასწავლო პროცესი დაიგეგმოს ისე, რომ მოსწავლემ სწორად შეიმეცნოს ქვეყნის აწმყო და წარსული. შეძლოს დროში მოგზაურობა და შეიძინოს მიზეზ-შედეგობრივი ანალიზის  უნარი, განუვითარდეს ემპათიის უნარი, როგორც წინაპრების ასევე მისი თანამოქალაქეების მიმართ.

ზემოთ აღნიშნული  მიზნებიდან  გამომდინარე ახალციხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ ისტორიულ სოფელ  ჭობარეთს, სადაც შესანიშნავი მასპინძლობა გაგვიწია ალუდა ჯვარიძემ. მან გვამოგზაურა წარსულში. მის მიერ აღდგენილმა მესხურმა ოდამ, გორაზე გაშენებულმა ტერასებმა,  ძველმა ნივთებმა, რომლებსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ მოსწავლეებში დიდი ინტერესი აღძრა. მათ მონაწილეობა მიიღეს ტრადიციული მესხური კერძების  დამზადებაში. ტრადიციულ ფურნეში გამოაცხეს მასპინძლებთან ერთად მესხური პური,  (რომელიც ქართული ხორბლის, წითელი დოლისგან  იყო დამზადებული) ქადა და ქადა-  ხაჭაპურები. დააგემოვნეს შესანიშნავი ტენილი ყველი ...

დარანში შესვლა, რომელსაც ჩვენი წინაპრები მტრისგან თავის დასაცავად იყენებდნენ ემოციური დღის ემოციური დასასრული აღმოჩნდა. ისმოდა შეძახილები აი, თურმე რატომ ამზადებდნენ ტენილ ყველს, აი თურმე რატომ ვერ გაგვწყვიტა მტერმა... ჩვენ ძალიან ჭკვიანი და მშრომელი წინაპრები გვყავდა ...  ეს იყო დადებითი ემოციების ზღვა, რომელიც სიამაყესთან ერთად ცნობიერების ამაღლებაში გვეხმარება ... „ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან!“ - გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ორიგინალურობით, ასახავდა ბავშვების ინდივიდუალურ ხედვასა და ფანტაზიას
მარიამი მხოლოდ მეორეკლასელია, მაგრამ ასაკის მიუხედავად მის სახელზე არაერთი წარმატებაა
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება