სიახლეები
სკოლები

სამღერეთის საჯარო სკოლაში, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
20-12-2022
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას ორგანიზება სკოლის ადმინისტრაციამ, მარი ტოკლიკიშვილთან თანამშრომლობით, გაუწია. სამიზნე ჯგუფი კი სამღერეთის საჯარო სკოლის თანამშრომლები, უფროსკლასელი მოსწავლეები და მშობლები იყვნენ. 

მას თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს გამომძიებელ-დეტექტივი ნინო კოკოლაშვილი უძღვებოდა, რომელმაც ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა „არა ძალადობას“, „ადრეული ქორწინება“, „გენდერული თანასწორობა“ და ა.შ

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა, მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო, დამსწრე საზოგადოებამ საჭირო ინფორმაცია და დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღო.

„მადლობა თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოს თანამშრომლობისთვის და იმედია, მსგავსი ფორმატის შეხვედრები უფრო აქტიურად ჩატარდება, რომელიც ხელს შეუწყობს განსაკუთრებით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას თუ როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ორიგინალურობით, ასახავდა ბავშვების ინდივიდუალურ ხედვასა და ფანტაზიას
მარიამი მხოლოდ მეორეკლასელია, მაგრამ ასაკის მიუხედავად მის სახელზე არაერთი წარმატებაა
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება