მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ დისკუსიები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში მე-7ა კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „თამბაქო, მისი მავნებლობა მოზარდის ორგანიზმისთვის; ელექტრონული სიგარეტი, მითი და რეალობა“, საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს.
პრეზენტაციას, სკოლის დირექტორი ნათია სულავა, სასწავლო ნაწილის გამგე მერი სართანია და კლასის ხელმძღვანელი მ.რობაქიძე ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა თამბაქოს შემადგენლობაში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებსა და მათ მომაკვდინებელ გავლენაზე ამომწურავად ისაუბრეს. ასევე ელექტრონული სიგარეტის შესახებ არსებული მითის შესახებ დისკუსია მოაწყვეს - ასეთი პოპულარობით რატომ სარგებლობს და რეალურად მისი მოხმარების მიღმა რა საშიშროება იმალება.
პრეზენტაციის თემა დამსწრე საზოგადოებას ძალიან მოეწონა და ყველამ დადებითად შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ მსგავს თემებში მოზარდების ჩართულობა ძალიან მნიშველოვანია, რათა თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ სწორ ინფორმაციას ფლობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია