მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროექტში - „ცხოვრება ქვის ხანაში“ მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
7- 9 დეკემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი - „ცხოვრება ქვის ხანაში“ გაიმართა. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტით გათვალისწინებული აქტივობები ჩატარდა. სასწავლო პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ მეცადინეობებს, დოკუმენტური ფილმების ჩვენებას, სამეცნიერო ვორქშოპებს, თემატურ ექსკურსიებს და სხვ.
პროექტში მონაწილეობდა სახალვაშოს საჯარო სკოლის 5 მოსწავლე და მათი ისტორიის პედაგოგი ნინო აბაშიძე. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნულ პროექტში და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
სახალვაშოს საჯარო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს მუზეუმებთან, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავების
მიზნით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია