ტანძიის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო სემინარს დაესწრნენ
20-12-2022
დაკოპირებულია
-
+
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, ისინი ბოლნისის მუზეუმის გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკაში გამართულ სემინარს დაესწრნენ, რომლის თემები იყო:
1. სოლომონ ქურდიანი;
2. ტყის მდგრადი მართვა; ეკოსისტემები -კლიმატის სისტემა.
სემინარის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ სოლომონ ქურდიანის ღვაწლზე ლევან ჟვანია, ხოლო CEEN-ის წარმომადგენელი მერიკო წიქორიძე მდგრად განვითარებასა და კლიმატის სისტემაზე ესაუბრა.
მოსწავლეებს შეხვედრის ბოლოს სერტიფიკატები და წიგნები გადაეცათ.
„მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება არ იყო გასართობი და თავშესაქცევი, მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს....
დასასრულს სამომავლო თანამშრომლობის იდეაც გამოითქვა...
მოგვეხსენება, მდგრადი განვითარება 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად.
ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს.
ეს მიზნები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იმისთვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა, მნიშვნელოვანია, თითოეული ეს მიზანი და ინდიკატორი 2030 წლამდე შესრულდეს.
მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელია, ბავშვებს ცენტრალური ადგილი ეკავოთ სახელმწიფოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში.
სასახელო ქართული მატიანე მრავლად გვინახავს დიდებული ქართველების ბიოგრაფიებს, ქართველებისა, რომლებმაც დროს გაუსწრეს და იმ სამოქმედო გეგმებამდე და კონცეფციებამდე მივიდნენ, მდგრადი განვითარების ფუნდამენტში რომ დევს... ერთ-ერთი ასეთი ქართველი იყო სოლომონ ქურდიანი, ბოლშევიკების მიერ უსამართლოდ დახვრეტილი ადამიანი, დენდროლოგი, მეცნიერი, უნივერსიტეტის დამაარსებელთაგანი, ნოვატორი, პრინციპული და ღირსეული ქომაგი ქართული საქმისა“,- აღნიშნავენ სკოლაში.