მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალი წლის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება პიროტექნიკის გამოყენების საკითხი. მართალია, არასრულწლოვნებზე მისი მიყიდვა რამდენიმე წელია, კანონით აკრძალულია, თუმცა ბავშვები სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი საშუალებით მაინც ერთობიან.
ასაფეთქებელი, დენთის ფხვნილით გავსებული მუყაოს კაფსულა, რომელიც ბავშვებს ხშირად ჯიბით დააქვთ, მაღალი წნევისგან სკდება, ჯიბეში ჩაყრილ კაფსულებს კი ფითილი უფუჭდებათ და იმაზე ადრე ფეთქდება ხელში, ვიდრე მოსალოდნელია.
რა ღონისძიებების გატარება ევალება მანდატურის სამსახურს, თუ სკოლაში პიროტექნიკის შეტანის და აფეთქების ფაქტი დააფიქსირა? ამის შესახებ Etaloni.ge-ს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში განუმარტეს:
„მანდატურის სამსახური მუდმივად ახორციელებს სკოლაში აკრძალული ნივთების ამოღებას. შესაბამისად, პიროტექნიკაც იქნება ამოღებული იმავე წესის თანახმად, რასაც ითვალისწინებს აკრძალული ნივთების ამოღების წესი. როგორც არ შეიძლება სკოლაში ბანქოს, სანთებელას, ბლაგვი იარაღის, თამბაქოს ნაწარმის და ა.შ. შეტანა, პიროტექნიკაც ასევეა აკრძალული.
თუ სკოლაში აკრძალული ნივთის შეტანის ფაქტი მაინც დაფიქსირდა, კანონის შესაბამისად ვიქცევით - ვადგენთ აღრიცხვის ფურცელს, ვახდენთ მშობლების ინფორმირებას და ა.შ“. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის მიერ პიროტექნიკის გამოყენება გამოიწვევს ინვენტარის დაზიანებას, მანდატურის სამსახური ამის შესახებ ცალკე ადგენს დარღვევის აღრიცხვის ფურცელს, რომელსაც უგზავნის სკოლის ადმინისტრაციას. შემდგომი რეაგირება კი უკვე სკოლის ადმინისტრაციის საქმეა. „ქონება არის სკოლის და ის გადაწყვეტს, ვის დააკისროს ან არ დააკისროს პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურებაზე“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.