სიახლეები
სიახლეები

მოსწავლემ ახალციხელ პედაგოგს სასამართლო მოუგო - უპრეცედენტო საქმე, მასწავლებელს თანხის გადახდა დაეკისრა
20-12-2022
-
+


ოთხი წლის წინ, მეექვსე კლასელ ბიჭზე, მასწავლებლის მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ბულინგზე, სასამართლომ დარღვევა დაადგინა. საბოლოო გადაწყვეტილებაში წერია, რომ „პედაგოგის ქმედებამ მოსწავლის ძლიერი ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია“. ახალციხელ მასწავლებელს, მოსწავლის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 000 ლარის გადახდა დაეკისრა. პარალელურად აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვითაც მიმდინარეობს

საია-ს იურისტმა აღნიშნულ საქმეზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოს ერთი წლის წინ მიმართა. ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, მოსამართლემ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო: „ეს იყო პრეცედენტი იმ თვალსაზრისით, რომ აქამდე არცერთ მოსწავლეს არ ჰქონია დავა პედაგოგის ქმედებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე. პედაგოგის მხრიდან განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია ბავშვის ძლიერი ფსიქოლოგიური ტანჯვა, რაც დადასტურდა სამხარაულის ექსპერტიზის მიერ, ამიტომ გვქონდა მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე“,- ამბობს მოსწავლის ადვოკატი, ქეთი ბებიაშვილი.

მოსწავლის ოჯახი მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 9 500 ლარს ითხოვდა, ხოლო მატერიალური ზიანის თვალსაზრისით – 500 ლარს. სასამართლომ მასწავლებელს ჯამში 1 050 ლარის გადახდა დაავალა. ბებიაშვილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.

„ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება არ მოიცავდა მაინცდამაინც ფინანსურ ნაწილს, ამაზე განსაკუთრებული ყურადღება არ იყო გამახვილებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვის ჭეშმარიტების დაცვა ისედაც ჩანს, ამიტომ არ ვაპირებთ გასაჩივრებას. პედაგოგებისთვის და სკოლისთვის ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და მსგავსი ქმედება არც ერთ მოსწავლეზე არ უნდა განხორციელდეს“,- აცხადებს ბებიაშვილი.

იგი იმედოვნებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას პედაგოგი აღასრულებს და დაკისრებულ თანხის გადაიხდის. წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ „აღსრულების ძალის გამოყენება“.  ქეთი ბებიაშვილის თქმით, რადგან სასამართლომ განხილვა დაასრულა, სკოლის ადმინისტრაციამ პედაგოგის პირად საქმეს კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს და გადაწყვიტოს, მისცემს თუ არა მას მუშაობის გაგრძელების უფლებას.

პედაგოგი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს. მასწავლებელი კვლავ აცხადებს, რომ წარდგენილი ბრალდება მის წინააღმდეგ სიცრუეა: „ჩვენ ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება წავიკითხავთ და ვნახავთ, სასამართლო რის საფუძველზე ითხოვს 1 000 ლარის გადახდას. ამის შემდეგ გადავწყვეტთ, გავასაჩივროთ თუ არა“,- ამბობს მასწავლებლის ადვოკატი, ნუგზარ სამარჯიშვილი.

ახალციხელი მასწავლებლის და მოსწავლის საქმეზე, გარდა სამოქალაქო დავისა, გამოძიება სისხლის სამართლის მიმართულებითაც მიმდინარეობს. „ეს არის 144’3 -ე მუხლი, რაც დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობას გულისხმობს“,- ამბობს ქეთი ბებიაშვილი.  ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე მასწავლებელი მხოლოდ მოწმის სახით არის დაბარებული.

საქმე ეხება 2019 წელს ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ფაქტს. 11 წლის ბიჭი იმის გამო დააბულინგეს, რომ კლასში მომხდარი ჩხუბის გამო, მან პოლიციაში დარეკა. როგორც ბიჭის დედა ამბობს, მასწავლებლის და მოსწავლეების მხრიდან  ბავშვზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მოზარდს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. შემთხვევიდან მალევე, მასწავლებლის ქმედება სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა შეისწავლა და სახდელიც დააკისრა. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ პედაგოგმა კლასი დატოვა.

წყარო „სამხრეთის კარიბჭე“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება