მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში გაწერილია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა.დოკუმენტის თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის თითოეული ბავშვისთვის არ არის ხელმისაწვდომი სკოლამდელი განათლება.
„12 საბავშვო ბაღსა და 4 ალტერნატიულ სკოლამდელი განათლების დღის ცენტრს 5 სააღმზრდელო ჯგუფით, რომელიც დღეისათვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, მხოლოდ 1300 ბავშვის მომსახურება შეუძლია. იმისათვის, რომ თითოეულმა სკოლამდელი ასაკის ბავშვმა ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით - მიიღოს ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი ხარისხიანი სკოლამდელი განათლება – საჭიროა ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და არსებული ბაღების სრული კაპიტალური რეაბილიტაცია ადაპტირებული გარემოს მისადაგებით; ახალი ალტერნატიული სკოლამდელი განათლების დღის ცენტრების გახსნა იმ სოფლებში, სადაც არ არის საბავშვო ბაღები“.
„საბავშვო ბაღის დამთავრებისას, ბავშვს აუცილებელია ჰქონდეს სათანადო სასკოლო მზაობა. ამისთვის კი ხარისხიანი მუნიციპალური სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნაა საჭირო, რომელიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით მიიღწევა ჯგუფებში აღმზრდელთა და აღსაზრდელთა თანაფარდობით-1:13, 1:15, აღმზრდელთა და სხვა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებით; დაწესებულების შიდა და გარე სივრცეების უნივერსალური დიზაინის პრინციპით მოწყობითა და ხელმისაწვდომი, მათ შორის, ღია, მასალებით აღჭურვით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს