მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური თვითშეფასების განვითარების ქვეპროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, სკოლების თვითშეფასების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ინსტიტუციური თვითშეფასების განხორციელება საქართველოში არსებული ყველა საჯარო სკოლის გამოწვევების შეფასების შესაძლებლობას იძლევა, რაც ავტორიზაციის პროცესის დაგეგმვის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
საჯარო სკოლების ინსტიტუციური თვითშეფასების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვანი აქტივობები ჩატარდა. პროცესი გულისხმობდა საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მიერ დიაგნოსტიკური თვითშეფასების განხორციელებას ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით.
მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემაში პირველად განხორციელდა თითოეული საჯარო სკოლის კომპლექსური შეფასება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა დეტალური ინფორმაციის მიღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სასკოლო ინფრასტრუქტურა; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსები; ადმინისტრაციული პროცესები; მოსწავლეთა მხარდამჭერი ღონისძიებები; სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელება და სხვა. მონაცემთა ანალიზის შედეგად ასევე იდენტიფიცირდა სისტემური დონის ინტერვენციების საჭიროებები, რაც შემდგომში გახდება ზოგადი განათლების ხარისხის მიმართულებით ინტერვენციების დაგეგმვის საფუძველი.
შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, დონორი ორგანიზაციების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და რესურსცენტრების წარმომადგენლებმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.